მილოცვა

  თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სამეცნიერო საბჭო, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები უდიდესი  პატივისცემითა და სიყვარულით  ვულოცავთ დაბადების 70-ე წელს ღვაწლმოსილ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორს, პროფესორ სერგო ვარდოსანიძეს! 

   ბატონი სერგო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მისი დაარსების დღიდან დღემდე მოღვაწეობს, ხოლო 27 წელია ამ სასწავლებლის საქართველოს ისტორიის კათედრას ხელმძღვანელობს. მან ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობა საქართველოს ეკლესიის ისტორიის კვლევას მიუძღვნა, ხოლო, როგორც პედაგოგმა, თაობები გაზარდა ეროვნული სულისკვეთებით. იგი ათეისტური მმართველობის ეპოქაშიც ახერხებდა ეკლესიასთან სიახლოვეს და თავის სტუდენტებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეკლესია-მონასტრების მოსანახულებლად დაატარებდა. ამ ექსკურსიების დროს კი ძეგლების ისტორიული მიმოხილვისას შეფარულად ქრისტიანული მოძღვრების სიღრმეებზეც ესაუბრებოდა. ჩვენი სასწავლებლის დაარსების დღიდან ბატონი სერგო ფეხდაფეხ მოსდევს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წინსვლას და, არც თუ იშვიათად, განაპირობებს კიდეც მას.

  ბატონი სერგო წლების განმავლობაში წარმატებით უძღვებოდა საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს. ეკლესიის სამსახურში დაუღალავი გარჯის გამო უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ბრძანებით ბატონი სერგო ვარდოსანიძე დაჯილდოებულია საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი - წმ გიორგის ოქროს ორდენით.

ბატონ სერგოს ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ მხნეობასა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს ჩვენი ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ! 

 

03.12.2025

FaceBook გვერდი