დღის მეორე ნახევარში ქ. ბორჯომის მუსიკალური სკოლის
სააქტო დარბაზში კონფერენცია გაიმართა. მსმენელთა წინაშე მოხსენებებით
წარდგნენ ჩვენი სასწავლებლის პედაგოგები:
1. ქეთევან მამასახლისი, ფილოლოგიის დოქტორი - ,,ნეძვის
სამონასტრო კომპლექსი და ახალი ქართლის წარმოშობის მიზანი“;
2. ასმათ ჯიქია, ფილოლოგიის დოქტორი - „ქართლში მონასტრული
ცხოვრების დასაწყისისთვის“;
3. გიორგი მეტრეველი, თეოლოგიის მაგისტრი, დოქტორანტი - „ერთი
ფაქტი ანტონ კათალიკოსის ლიტურგიკული მოღვაწეობიდან“;
4. გიორგი თოდუა, თეოლოგიის მაგისტრი, დოქტორანტი -
„შესაქმისეული დამოწმებანი რომაელთა მიმართ ეპისტოლეში“;
5. რევაზ მუჯირიშვილი, თეოლოგიის მაგისტრი, დოქტორანტი - „ახალი
აღთქმის წიგნთა ძველი ქართული თარგმანები და ტექსტების კრიტიკულად
დადგენის ისტორია“;
6. ლაშა ზაალიშვილი, თეოლოგიის მაგისტრი, დოქტორანტი - „სამუსიკო
ტერმინ „ავაჯის“ შესახებ“;
7. მღვდელი გიორგი ვაშალომიძე, თეოლოგიის მაგისტრი, დოქტორანტი -
„იესო ქრისტეს შობის იკონოგრაფიაში ბაგა-გამოქვაბულის, ყრმა ქრისტეს
სახვევების, ხარისა და სახედრის საღვთისმეტყველო-სახისმეტყველებითი
ასპექტები“.
როგორც ღვთისმსახურებაზე, ასევე კონფერენციის
მსვლელობისას გალობდა სასულიერო სემინარიის მგალობელთა გუნდი ლაშა
ზაალიშვილის ხელმძღვანელობით.
სამუშაო დღის დასასრულს სტუმრებს ადგილობრივმა ეპარქიამ
უმასპინძლა. თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია გულითად
მადლობას უხდის ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის წარმომადგენლებსა და
ეპარქიის დროებით მმართველს, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ
დანიელს, გულითადი დახვედრისათვის!
















