ტაძრების ისტორიის, არქიტექტურისა და კედლის
მხატვრობის შესახებ სტუდენტებს ლექცია ჩაუტარეს ქრისტიანული
ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა რუსუდან
ვაშალომიძემ და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, ქალბატონმა მარიამ
დიდებულიძემ.
   მომავალი ხელოვნებათმცოდნეებისთვის ბუნებრივ
გარემოში ძეგლის  გაცნობა, მისი შესწავლა-ანალიზი  უდიდესი
სასწავლო და შემეცნებითი დანიშნულების მატარებელია და, შესაბამისად,
თსასის საგანმანათლებლო პროცესის განუყოფელი ნაწილიც.

        
                
		
		
		
		