ამა წლის 17 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საქართველოს ისტორიის კათედრის ხელმძღვანელის, თეოლოგიისა და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ სერგო ვარდოსანიძის თაოსნობით მოეწყო ექსკურსია სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში. სემინარიის I კურსის სტუდენტებმა დაათვალიერეს მუზეუმის ოქროს ფონდში დაცული მრავალფეროვანი ექსპონატები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია აღმოჩენილი.
ბატონი სერგო ვარდოსანიძე, გარდა პროგრამით გათვალისწინებული მასალის
სწავლებისა, სტუდენტებს რამდენიმე ასეთ გასვლით ღონისძიებას უწყობს
სასწავლო წლის განმავლობაში, რაც კიდევ უფრო სრულყოფს მათი სწავლის
პროცესს.



