საბაკალავრო ნაშრომის დაცვა

2025 წლის 25 ივნისს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საბაკალავრო ნაშრომები დაიცვეს სემინარიის ფაკულტეტის სტუდენტებმა.  
 
შემფასებელი კომისიის წინაშე  წარდგნენ:
შალვა ღვამბერია თემით -  „ადრექრისტიანული (I-III საუკუნეების) ლიტურგიკული მსახურება“. ხელმძღვანელი: თეოლოგიის მაგისტრი გიორგი მეტრეველი; რეცენზენტი: თეოლოგიის მაგისტრი ვახტანგ ყოლბაია. 
 
ლუკა სიმონაშვილი თემით - „დიდი მარხვის მსახურება ეგერიას მოგზაურობის მიხედვით“. ხელმძღვანელი: თეოლოგიის მაგისტრი გიორგი მეტრეველი; რეცენზენტი: თეოლოგიის მაგისტრი, პროტოდიაკონი მირიან სხირტლაძე.
საბა ჯავახიშვილი თემით -  „ორიგენეს სწავლება იესო ქრისტეს განკაცების შესახებ“. ხელმძღვანელი:  თეოლოგიის  დოქტორი, პროფესორი თეიმურაზ ბუაძე; რეცენზენტი: თეოლოგიის მაგისტრი, დეკანოზი გიორგი ფირცხელანი.
 
სხდომას თავმჯდომარეობდა  თეოლოგიის მაგისტრი, მღვდელი გიორგი ვაშალომიძე.  საბაკალავრო ნაშრომების შემფასებელი კომისიის წევრებმა - თეოლოგიის დოქტორი, არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი), თეოლოგიის დოქტორი, დეკანოზი გიორგი გუგუშვილი,  თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, დეკანოზი ბიძინა გუნია, თეოლოგიის მაგისტრი, მღვდელი გიორგი ჯანჯღავა - დადებითად შეაფასეს  სტუდენტების ნაშრომები და თითოეულ მათგანს ერთხმად მიენიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.  
 
საბაკალავრო ნაშრომების დაცვას ესწრებოდნენ: თსასის პრორექტორი სამეცნიერო დარგში, თეოლოგიის დოქტორი რატი სტურუა,  ისტორიის დოქტორი  დურმიშხან ლაშხი, სხვა პედაგოგები და  სტუდენტები.

alt  alt  alt
25.06.2025

FaceBook გვერდი