გასვლითი ლექცია ანჩისხატში

გასვლითი ლექცია ანჩისხატში
 
გასვლითი საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები  თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიის სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია. ქრისტიანული ხელოვნების კათედრის ხელმძღვანელის, ქ-ნ რუსუდან ვაშალომიძის ინიციატივით, თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მე-3 კურსის სტუდენტებს  სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ლექცია ქართული ხელოვნების ისტორიაში ანჩისხატის ტაძარში ჩაუტარდათ.
 
ქ-ნმა რუსუდანმა ისაუბრა ტაძრის ისტორიაზე, არქიტექტურასა და მოხატულობაზე, სარესტავრაციო სამუშაოების მნიშვნელობაზე. აღნიშნა, რომ ტაძრის პირვანდელი სახის აღდგენა-შენარჩუნებისთვის რესტავრატორები უნდა ითვალისწინებდნენ ძველი ჩანახატების, ფოტოებისა და ანაზომების მონაცემებსაც.                                                                                                                      
ლექცია სტუდენტებისთვის მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მათ მოისმინეს და ვიზუალურად აღიქვეს ტაძრის შესახებ არსებული მნიშვნელოვანი ინფორმაციები.
 
11.03.2024

მსგავსი სიახლეები

FaceBook გვერდი