სტუმრად საქველმოქმედო ორგანიზაცია „საქართველოს კარიტასის“ დღის ცენტრში

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტისა და  კათედრის თანამშრომლები სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ   საქველმოქმედო ორგანიზაცია „საქართველოს კარიტასის“  მოსწავლეთა დღის ცენტრს.
ხელოვნებათმცოდნეობის  ფაკულტეტის დეკანი თეა ბეჟუაშვილი და კათედრის გამგე რუსუდან ვაშალომიძე დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს  ესაუბრნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის -  საქართველოში  უპირველესი საღვთისმეტყველო სასწავლებლის - მისიაზე, მის უძველეს ტრადიციებსა და დღევანდელობაზე,  არსებულ  სასწავლო პროგრამებზე, სწავლების მეთოდებსა და   თავისებურებებზე. ვრცლად მიმოიხილეს  ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის მიზანდასახულობა და სწავლების მეთოდები. აღნიშნეს, რომ თსასში ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობა ისწავლება   ინტერდისციპლინარული მეთოდის გამოყენებით და, რაც მთავარია,  თეოლოგიური ცოდნის საფუძველზე. სასწავლებლის ღირსებად მიიჩნევა ისიც, რომ  ფაკულტეტთან ფუნქციონირებს მრავალპროფილური  შემოქმედებით 
ფაკულტეტის დეკანმა თეა ბეჟუაშვილმა  აბიტურიენტებსა და პედაგოგებს გააცნო სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მისაღები გამოცდების სპეციფიკა.
თსასის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს   სკოლა-ინტერნატის დღის ცენტრის შემოქმედებითი სახელოსნოები, სადაც მოსწავლეები ეუფლებიან ლითონის, ხის, ქვის, ქსოვილების მხატვრული დამუშავების ტექნიკას, სწავლობენ ხატწერას, მუშაობენ  მინანქარზე.
შეხვედრამ  საქმიან,  მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა. იგი ორივე მხარისათვის ძალზე  საინტერესო აღმოჩნდა. სტუმრებმა ამომწურავად უპასუხეს დაინტერესებულ პირთა მიერ დასმულ  შეკითხვებს. 
 
30.03.2023

FaceBook გვერდი