ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები და პედაგოგები საველე პრაქტიკისათვის ქართლში იმყოფებოდნენ. მათ ღია ლექციები ჩაუტარდათ VI საუკუნის ურბნისის ბაზილიკისა და ძეგლის რესტავრაციის შესახებ.
ყინწვისის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში (XII – XIII სს.) ისაუბრეს ტაძრის ისტორიისა და მისი უნიკალური მხატვრობის შესახებ. სტუდენტებისათვის ეს დღე სასრგებლო და, ამავე დროს, სახალისოც აღმოჩნდა. ლექციების შემდეგ გამართულ ტრაპეზს სტუდენტთა სიმღერა ამშვენებდა.
