29 მაისს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მიმდინარე
სასწავლო წლის სალექციო პროცესი დასრულდა. საქართველოს ისტორიის
კათედრის ხელმძღვანელმა, ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის
დოქტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ სემინარიის ფაკულტეტის I
კურსის სტუდენტებს საქართველოს ისტორიის სალექციო კურსის დასკვნითი
ლექცია ორთაჭალაში, 300 არაგველის მემორიალთან ჩაუტარა. ლექცია
შეეხებოდა XVIII საუკუნის მიწურულის ტრაგიკულ მოვლენებს საქართველოში,
კერძოდ კრწანისის ბრძოლას, რომელშიც გმირულად დაეცნენ არაგველები.
ბატონი სერგო ხშირად ატარებს ასეთ გასვლით ლექციებს, რომლებიც
ხელს უწყობს სტუდენტთა თვალსაწიერის გაფართოებასა და ცოდნის დონის
ამაღლებას. მან ამჯერადაც ჩვეული პროფესიონალიზმითა და აკადემიურობით
ისაუბრა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ამ მძიმე პერიოდზე.
