სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის პლენარული სხდომის მუშაობა
გახსნა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა,
თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა,
პროფესორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
მან ისაუბრა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის -
უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლის - მისიაზე. სტუდენტებმა ჩვენს
სასწავლებელში უნდა მიიღონ არა მარტო სისტემური, აკადემიური
განათლება, განვითარდნენ და სრულიყონ პროფესიულად, არამედ,
უპირველესად, წარემატონ სულიერადაც. განათლებული ადამიანისათვის
სწავლა დაუსრულებელი პროცესია, როგორც დაუსრულებელია ადამიანის
განსწავლა, სრულყოფა სათნოებათა თვალსაზრისით, - ბრძანა
პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
პლენარულ სხდომას თავმჯდომარეობდა - სასულიერო აკადემიის მეორე
კურსის სტუდენტი დავით სახელაშვილი. აუდიტორიის წინაშე მოხსენებებით
წარდგნენ:
1.დიაკონი გენადი ტლაშაძე (სასულიერო აკადემია, III კურსი) -
არსენ იყალთოელის მიერ კირიონ ქართლის კათალიკოსის სახელის
მიზანმიმართულად დაფარვის შესახებ
2.ნიკოლოზ გერგედავა (სასულიერო სემინარია, III კურსი) -
დასავლეთ საქართველო არქანჯელო ლამბერტის ჩანაწერებში; ხელმძღვანელი -
ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი სერგო
ვარდოსანიძე
3.დავით სახელაშვილი (სასულიერო აკადემია, II კურსი) - სწავლება
ადამის შექმნისა და კაცთა გამოხსნის საღმრთო განგებულების შესახებ
ჰიმნოგრაფიული ტექსტების მიხედვით; ხელმძღვანელი - ფილოლოგიისა
და თეოლოგიის დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი,
პროფესორი, დეკანოზი ბიძინა გუნია
მომხსენებლებმა ამომწურავად უპასუხეს დასმულ შეკითხვებს.
გაიმართა დისკუსია, პედაგოგებმა და სტუდენტებმა მოხსენებებთან
დაკავშირებით გამოითქვეს საგულისხმო მოსაზრებები



