ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა

საბაკალავრო პროგრამის სახელწოდება: ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობა
 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია: ჰუმანიტარული მეცნოერებების ბაკალავრი ხელოვნების ისტორიასა და თეორიაში
 
საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი: თეა ბეჟუაშვილი
 

პროგრამის მიზანი:

ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის მიზანია, სასულიერო აკადემია–სემინარიაში უკვე არსებული ტრადიციისა და გამოცდილების საფუძველზე, ინტერდისციპლინარული მეთოდის გამოყენებით, თეოლოგიური ცოდნის საფუძველზე, ქრისტიანული ხელოვნების აქცენტირებული სწავლებით გაზარდოს ქრისტიანული ხელოვნების სპეციალისტები. ამ მიზნისათვის თავისი დარგის მოწინავე სპეციალისტების გამოყენება, სწავლების მრავალფეროვანი თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების შეთავსება სტუდენტს მისცემს საფუძვლიან ცოდნას თეოლოგიასა და ძველი და თანამედროვე ხელოვნების ძირითად დარგებში, შეუქმნის ცოდნის შესაბამის ბაზას საღვთისმეტყველო და სახვითი ხელოვნების დარგების ისტორიისა და თეორიის შესწავლაში, ნათლად დაანახვებს საღვთისმეტყველო შინაარსის მნიშვნელობას შუა საუკუნეების სახვითი ხელოვნების მხატვრული „ენის“ ჩამოყალიბების საქმეში, გამოკვეთს ქართული ხელოვნების განვითარების გზას და თავისებურებებს მსოფლიო ხელოვნების ქრონოლოგიურ–რეგიონალურ სურათში, მოახდენს ვიწრო სპეციალიზაციის საგნების სწავლებას ზოგადი შეცნობის საუძველზე.
 

კურსდამთავრებულებს შეეძლებათ:
 
მიიღონ საბაზისო ცოდნა როგორც ღვთისმეტყველებაში, ასევე შუა საუკუნეების ქართულ და მსოფლიო ხელოვნების ისტორიის ძირითადი დარგების განვითარებისა და თავისებურებების შესახებ;

სიღრმისეულად გაიაზრონ შუა საუკუნეების ხელოვნების მხატვრულ ფორმაში ჩადებული საღვთისმეტყველო შინაარსი და მისი გამოსახვის თავისებური „ენა“;

დაინახონ მსგავსება და განსხვავება ქართულ და სხვა ქრისტიანული ქვეყნების იკონოგრაფიულ ნიმუშებს შორის;

დაინახონ და შეაფასონ ცალკეული ნაწარმოები ფართო კულტურულ კონტექსტში;

მოიძიონ შესაბამისი მასალა არქიტექტურასა თუ ქრისტიანული ხელოვნების სხვა დარგში;

შეაგროვონ მონაცემები საკვლევი საკითხის ირგვლივ;

სახელოვნებათმცოდნეო, ასევე საღვთისმეტყველო და ისტორიული კონტექსტის გააზრებით გააანალიზონ მონაცემები შესაბამისი მრავალმხრივი მეთოდების გამოყენებით და ჩამოაყალიბონ დასკვნა;
 
მიიღონ მონაწილეობა საჯარო განხილვებსა და დებატებში, დაიცვან საკუთარი პოზიცია;

ქრისტიანულ მსოფლმხედველობაზე დაფუძნებულ ღირებულებათა ფორმირებასა და დამკვიდრებაში მონაწილეობა.

ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა