ბაკალავრიატი

alt

 თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის  უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) ექვსი პროგრამა მოქმედებს: თეოლოგია, ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობა, ქრისტიანული ფსიქოლოგია, ხატწერა, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაცია და საეკლესიო არქიტექტურა (ხუროთმოძღვრება). თითოეულ პროგრამაზე შესაბამის საგნებს ასწავლიან დამსახურებული მეცნიერები და  საკუთარ სპეციალობაში ღრმად განსწავლული პედაგოგები.

    თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ხორციელდება რწმენისა და ცოდნის სინთეზი.

  თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მიზანი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მომავალი სასულიერო პირებისა და თეოლოგიის კვალიფიციურ სპეციალისტთა მომზადებაა. აღნიშნული პროგრამის გავლის შემდეგ ბაკალავრი აღიჭურვება სათანადო უნარ-ჩვევებითა და საღვთისმეტყველო ცოდნით, რისი გაღრმავების საშუალება თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე ექნება.

 ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა
უნიკალურია. ის სხვა მსგავსი პროგრამებისაგან გამოირჩევა იმით, რომ სტუდენტი ეუფლება არა მარტო ხელოვნებათმცოდნეობას, არამედ - საღვთისმეტყველო ცოდნასაც, რაც მას ქრისტიანული ხელოვნების ღრმად შესწავლაში ეხმარება.

 ქრისტიანული ფსიქოლოგიის პროგრამაზე
ისწავლება როგორც წმინდა ფსიქოლოგიური, ასევე, საღვთისმეტყველო საგნები. იმგვარი ცოდნა, რომელიც საერო მეცნიერებასა და თეოლოგიას აერთიანებს, სტუდენტებს საშუალებას მისცემს, ადამიანის წინაშე მდგარი გამოწვევები გააანალიზონ როგორც ფსიქოლოგიური, ასევე, საღვთისმეტყველო კუთხით.

 საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის პროგრამები
სტუდენტებს  მათთვის საინტერესო პროფესიის დაუფლებისათვის უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდებთან ერთად სთავაზობს საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში დანერგილ თანამედროვე პრაქტიკულ და თეორიულ სასწავლო გამოცდილებას. აღნიშნული პროგრამები ითვალისწინებენ სასწავლო პროცესის დაწყებისთანავე სტუდენტთა ჩართვას  პრაქტიკულ სამუშაოებშიც, სადაც ისინი გამოცდილი პედაგოგების ხელშეწყობითა და მეთვალყურეობით წერენ ხატებს, ქმნიან არქიტექტურულ ნაშრომებს და აღადგენენ ძველ დაზიანებულ ფრესკებს.


ჩარიცხვის წესი იხილეთ ბმულზე


ბეჭდვა