საბაკალავრო ნაშრომების დაცვა

საბაკალავრო ნაშრომების დაცვა
 
27 ივნისს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ქრისტიანული   ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტების საბაკალავრო ნაშრომების დაცვა  გაიმართა.   საკვალიფიკაციო ნაშრომების დაცვას ხელმძღვანელობდა საბჭო - ფსიქოლოგიის დოქტორის,  ხატია წიკლაურის თავმჯდომარეობით. საბჭოს შემადგენლობაში იყვნენ: საბაკალავრო ნაშრომების ხელმძღვანელი, ფსიქოლოგიის დოქტორი ირმა ხურცია. ექსპერტი - ფსიქოლოგიის  დოქტორი ნინო ფირცხალაიშვილი.
 
ქ-ნი ირმა ხურციას ხელმძღვანელობით  საბაკალავრო ნაშრომები დაიცვეს შემდეგმა სტუდენტებმა:
 
1.​ანა ბაკირიანი - ,,მოტივაციის გავლენა სწავლის ეფექტიანობაზე განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის ჭრილში“.
ექსპერტი -  ნინო ფირცხალაიშვილი.
 
2.​ბექარ გიგიაშვილი - ,,ინტერნეტდამოკიდებულება და სოციალური იზოლაცია მოზარდებში“.
ექსპერტი - ნინო ფირცხალაიშვილი.
 
3.​შოთა ჭიპაშვილი -  ,,აგრესიის განმაპირობებელი ფაქტორები და დაძლევის გზები.“
ექსპერტი - ნინო ფირცხალაიშვილი.
 
სტუდენტთა საბაკალავრო ნაშრომების დაცვას ესწრებოდნენ - თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი, ისტორიის დოქტორი ბესარიონ ცინცაძე, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
alt
27.06.2024

FaceBook გვერდი