მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძე) საჯარო ლექცია

 
თბილისის სასულიერო აკადემიაში აკადემიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ლოცვა-კურთხევით, დაიწყო საჯარო ლექციების ციკლი საქართველოს ეკლესიის ისტორიის შესახებ.
პირველი ლექცია ა.წ. 5 მარტს წაიკითხა მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, მანგლელმა ეპისკოპოსმა ანანია ჯაფარიძემ.
უკვე ოცდათხუთმეტი წელია, მეუფე ანანია არის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი – იგი 1981 წელს იქნა აღყვანილი ეპისკოპოსის ხარისხში. თავდაპირველად მას ნიკორწმინდის ეპარქიია მართვა დაევალა, თვენახევრის შემდეგ კი გადაიყვანეს ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპარქიაში. მაშინ ამ რეგიონში ერთადერთი მართლმადიდებლური ტაძარი გახლდათ წმ.მარინეს სახელობის ეკლესია, რომელიც, ფაქტიურად, მრევლის გარეშე იყო დარჩენილი. იქაური მოსახლეობა დეზორიენტირებული იყო, ქართული გვარ-სახელების მქონენი თავს  ან ფრანგებად მიიჩნევდნენ, ან – სომხებად, იმის მიხედვით, თუ რომელი ეკლესიის მრევლს წარმოადგენდნენ – რომის კათოლიკური თუ სომხური მონოფიზიტურისა. ამ ფაქტმა უბიძგა მეუფე ანანიას, დაეწყო ამ საქმის კვლევა-ძიება. მან უამრავი ნაშრომი შექმნა საქართველოს ეკლესიის ისტორიის, ქართველთა ერთიანობის პრობლემების შესახებ. მთელი ამ ღვაწლის დამაგვირგვინებელი ნაშრომი  კი არის მონოგრაფია “საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია.”
04.03.2016

FaceBook გვერდი