12 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საჯარო
ლექცია წაიკითხა ამავე სასწავლებლის კურსდამთავრებულმა, ფსიქოლოგმა
თამარ მირცხულავამ. მომხსენებელმა ისაუბრა ერიკ ერიკსონის
ფსიქოლოგიური განვითარების სტადიებზე, რომლებსაც ადამიანი გადის
დაბადებიდან ხანდაზმულობამდე, განიხილა, თუ რა მნიშვნელობა აქვს
ასაკობრივი კრიზისების წარმატებულ გადაჭრას პიროვნების ჯანსაღი
განვითარების გზაზე, რას ნიშნავს დევიაციური ქცევა, რა იწვევს მას,
რატომ უჩნდება ადამიანს დევიაციური ქცევისადმი მიდრეკილება.
ფსიქოლოგმა ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა დამნაშავის დასჯის
მიზანი, მიზეზები და რეინტეგრაცია.
ლექციის ბოლოს მომხსენებელმა მსმენელები ჩართო ინტერაქციურ
ტესტურ კვლევაში, რაც მეტად სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა
სტუდენტებისათვის.
