საბაკალავრო ნაშრომის დაცვა

23-24 ივნისს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტების სტუდენტთა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა.
 
ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტმა მალხაზ გოროზიამ დაიცვა საბაკალავრო ნაშრომი თემაზე: „ღვთისმშობლის ხარების იკონოგრაფია მართლმადიდებლურ და დასავლეთ ევროპულ ხელოვნებაში“. ხელმძღვანელი გახლდათ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ნანა ბურჭულაძე. რეცენზენტი - ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი ნინო გიორგობიანი. ნაშრომი შესრულდა იკონოგრაფიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
 
საკვალიფიკაციო ნაშრომების დაცვის კომისიას თავმჯდომარეობდა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი მარიამ დიდებულიძე. კომისიის წევრები იყვნენ: პრორექტორი სასწავლო და ადმინისტრაციულ დარგში, ისტორიის დოქტორი, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი თეა ბეჟუაშვილი; ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის გამგე რუსუდან ვაშალომიძე; ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის გამგის თანაშემწე, პედაგოგიკის დოქტორი ვაჟა გიგაური; ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ასმათ ოქროპირიძე; ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნინო ჩიჩილიძე.
 კომისიის წევრებმა დადებითად შეაფასეს მალხაზ გოროზიას მიერ წარმოდგენილი სადიპლომო ნაშრომი და მას მიენიჭა იკონოგრაფიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
 
 24 ივნისს ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტების საკვალიფიკაციო ნაშრომების დაცვა გაიმართა. ნაშრომების დაცვის კომისიას ხელმძღვანელობდა ფსიქოლოგიის დოქტორი ხატია წიკლაური. კომისიის წევრები იყვნენ: ფსიქოლოგიის მაგისტრი სოფიკო გოგოჩაშვილი, ფსიქოლოგიის მაგისტრი გვანცა გუგეშაშვილი, ფსიქოლოგიის მაგისტრი მონიკა კობერიძე, ფსიქოლოგიის მაგისტრი ნათია ფრუიძე.
 
 საბაკალავრო ნაშრომები დაიცვეს შემდეგმა სტუდენტებმა:
 
 ირინე ჩუხტიაშვილი - „დეპრესიისა და სოციალური იზოლაციის ურთიერთკავშირი: რისკ-ფაქტორები, ფსიქოლოგიური შედეგები და პრევენცია“.
 
ხელმძღვანელი: სოციალური მეცნიერებების დოქტორი სალომე საბიაშვილი. რეცენზენტი: სოციალური მეცნიერებების დოქტორი ლელა ტყეშელაშვილი.
 
2. ნინო ცალანი - „ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციის გავლენა ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე“.
 
ხელმძღვანელი: სოციალური მეცნიერებების დოქტორი სალომე საბიაშვილი. რეცენზენტი: ფსიქოლოგიის მაგისტრი გვანცა გუგეშაშვილი. 
 
3. თამარი კომლაძე - “პიროვნული შფოთვა და თვითშეფასება“.
 
ხელმძღვანელი: სოციალური მეცნიერებების დოქტორი სალომე საბიაშვილი. რეცენზენტი: ფსიქოლოგიის მაგისტრი ნათია ფრუიძე.
 
4. გიორგი მჭედლიშვილი - „სოციალური კომპეტენცია კონფლიქტების მართვაში: ინტერპერსონალური ურთიერთობების ფსიქო-სოციალური და ეთიკური ასპექტები“.
 
ხელმძღვანელი: ფსიქოლოგიის დოქტორი ლანა სულხანიშვილი. რეცენზენტი: სოციალური მეცნიერებების დოქტორი ლელა ტყეშელაშვილი.
 
5. რუსუდან ბოგვერაძე - „მოსწავლის სოციალური ადაპტაციის ფსიქოლოგიური ასპექტები სასკოლო გარემოში“.

 ხელმძღვანელი: ფსიქოლოგიის მაგისტრი მონიკა კობერიძე. რეცენზენტი: სოციალური მეცნიერებების დოქტორი სალომე საბიაშვილი.
 
ქრისტიანული ფსიქოლოგიის საბაკალავრო ნაშრომების შემფასებელი კომისიის წევრებმა დადებითად შეაფასეს დიპლომანტების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები და თითოეულ მათგანს მიენიჭა ფსიქოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
 
ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტთა საბაკალავრო ნაშრომების დაცვას ესწრებოდნენ: თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, ფილოლოგიის, თეოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, პრორექტორი სასწავლო და ადმინისტრაციულ დარგში, ისტორიის დოქტორი, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე, პრორექტორი სამეცნიერო დარგში, თეოლოგიის დოქტორი რატი სტურუა, თსასის ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ისტორიის დოქტორი გრიგოლ ხაჭაპურიძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელი, ისტორიის დოქტორი ნათელა კაპანაძე, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
24.06.2026

FaceBook გვერდი