კონკურსი ცხადდება აკადემიური
და ადმინისტრაციული პერსონალისთვის საბერძნეთში, თესალონიკის
არისტოტელეს უნივერსიტეტში მობილობის განსახორციელებლად.
მობილობა დაგეგმილია 2026-2027
სასწავლო წლის შემოდგომის/ზამთრის სემესტრში, 2026 წლის 1 ნოემბრიდან
2027 წლის 29 იანვრამდე პერიოდში, და მოიცავს, როგორც სწავლების, ისე
პროფესიული განვითარების/კვალიფიკაციის ამაღლების
შესაძლებლობებს.
კონკურსის შედეგად თბილისის სასულიერო
აკადემია და სემინარია შეარჩევს კანდიდატებს და შერჩევის შედეგებს
წარუდგენს თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტს. ნომინირებული
კანდიდატების საბოლოო შერჩევას ახორციელებს, მასპინძელი უნივერსიტეტი
საკუთარი შეფასების კრიტერიუმებისა და დადგენილი პროცედურების
შესაბამისად. ასევე, მასპინძელი უნივერსიტეტი წყვეტს კანდიდატების
დაფინანსების საკითხს.
თბილისის სასულიერო აკადემიასა და
სემინარიას შეუძლია წარადგინოს:
• არაუმეტეს 5 კანდიდატი სწავლების
მიზნისათვის (Teaching Mobility);
• არაუმეტეს 5 კანდიდატი პროფესიული
განვითარების/კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით (Training
Mobility).
საკონკურსო დოკუმენტაცია
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა
უნდა წარმოადგინონ:
• განცხადება კონკურსში მონაწილეობის
შესახებ;
• ავტობიოგრაფია (CV);
• სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს ერთი
გვერდისა), რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მობილობის მიზნის,
საქმიანობის გეგმა-გრაფიკისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ;
• ინგლისური ენის ცოდნის
დამადასტურებელი სერტიფიკატი/დოკუმენტი ან თსას-ის მიერ ჩატარებული
შესაბამისი დონის გამოცდის შედეგები;
• ბოლო სამი წლის განმავლობაში
განხორციელებული აკადემიური, სამეცნიერო ან ადმინისტრაციული
საქმიანობის მოკლე აღწერა;
შეფასების კრიტერიუმები
კანდიდატები შეფასდებიან შემდეგი
კრიტერიუმების მიხედვით:
• პროფესიული და აკადემიური
გამოცდილება;
• მობილობის მიზნის შესაბამისობა
კანდიდატის მიმდინარე საქმიანობასთან;
• საერთაშორისო თანამშრომლობის
განვითარების პოტენციალი;
• მიღებული გამოცდილების აკადემიური
საზოგადოებისთვის გაზიარების შესაძლებლობა/უნარი;
• ინგლისური ენის ცოდნის დონე
(B2).
შიდა კონკურსის ვადები
• თსას-ში განაცხადის მიღების ბოლო
ვადაა 2026 წლის 5 ივლისი;
• საკონკურსო კომისიის მიერ
განაცხადების განხილვა - 2026 წლის 10 ივლისი;
• შედეგების გამოცხადება - 2026 წლის
14 ივლისი.
• შერჩეული კანდიდატების ნომინაციები
თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში გაიგზავნება 2026 წლის 23
ივლისამდე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მასპინძელი
უნივერსიტეტის შიდა პროცედურების შესახებ:
თსას-ის კონკურსის შედეგად
ნომინირებული და მასპინძელ უნივერსიტეტში წარდგენილი კანდიდატები
ვალდებულნი იქნებიან, კონკურსის მომდევნო ეტაპზე მოამზადონ
დოკუმენტაცია, რომლის შევსების ინსტრუქცია მათ გაეგზავნებათ
თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის მიერ. მათ შორის:
• მობილობის შესახებ
ხელშეკრულება;
• მასპინძელი ფაკულტეტის ან
აკადემიური ერთეულის მხარდაჭერის წერილი (Letter of Support), რომელიც
უნდა გაიცეს თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის შესაბამისი
სკოლის/ფაკულტეტის წარმომადგენლის მიერ;
• სხვა დოკუმენტები, რომელთა
წარდგენასაც მოითხოვს მასპინძელი უნივერსიტეტი.
შესაბამისი ფორმები და ყველა საჭირო
ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე:
▪ აკადემიური პერსონალისთვის
(Teaching):
https://eurep.auth.gr/en/staff/international/teaching/general_information
▪ ადმინისტრაციული პერსონალისთვის
(Training):
https://eurep.auth.gr/en/staff/international/training/general_information
აღსანიშნავია, რომ მასპინძელი
უნივერსიტეტის მხარდაჭერის წერილის (Letter of Support) მოპოვება
ნომინირებული კანდიდატის ვალდებულებაა და, ამავდროულად, აღნიშნულ
უნივერსიტეტში განაცხადის წარდგენის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას
წარმოადგენს. კანდიდატებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ იმ
სკოლის/ფაკულტეტის ECTS კოორდინატორს, სადაც სურთ განაცხადის შეტანა,
რათა მიიღონ დახმარება მხარდაჭერის წერილს მოსაპოვებლად. Erasmus+
International-ის ECTS კოორდინატორთა სია შეგიძლიათ იხილოთ აქ:
https://eurep.auth.gr/en/coordinators/international.
თესალონიკის უნივერსიტეტი
ნომინირებული კანდიდატების განაცხადების მიღების ვადის ამოწურვის
შემდეგ, ყველა აპლიკაციას შეაფასებენ ფაკულტეტებისა და შესაბამისი
ქვედანაყოფების ECTS კოორდინატორები, ხოლო შესარჩევი კომიტეტი მიიღებს
გადაწყვეტილებას მობილობის დაფინანსების შესახებ, აპლიკანტთა თითოეული
კატეგორიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. პერსონალის
მობილობის კრიტერიუმები იხილეთ აქ:
https://eurep.auth.gr/en/staff/international/teaching/assessment
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ მიმართონ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს.
წარმატებებს ვუსურვებთ კონკურსის თითოეულ მონაწილეს!
