მღვდელი ბოგდან ვლადუტი თბილისის სასულიერო აკადემიისა და
სემინარიის რექტორს, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის
მეცნიერებათა დოქტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს შეხვდა.
აკადემიის რექტორმა საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ ისტორიულ,
კულტურულ და სამეცნიერო კავშირებზე ისაუბრა და ღრმა პატივისცემა
გამოხატა რუმინეთის წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის, სრულიად
რუმინეთის პატრიარქის, უნეტარესი დანიელისა და რუმინელი ხალხის
მიმართ.
პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრა
სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის
მთავარეპისკოპოსის, ბიჭვნითისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია
მეორის უდიდეს ღვაწლზე ქართველი ერის სულიერი აღორძინებისა და
საქართველოში საღვთისმეტყველო განათლების განვითარების თვალსაზრისით
და ყურადღება გაამახვილა უწმინდესის დიდ საერთაშორისო ავტორიტეტზე.
აკადემიის რექტორმა აღნიშნა, რომ თბილისის სასულიერო აკადემია და
სემინარია, რომელიც წარმოადგენს რწმენისა და ცოდნის შერწყმის ადგილს,
სწორედ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერაა
დაარსებული.
შეხვედრას ესრწებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და
სემინარიის პრორექტორები სასწავლო-ადმინისტრაციულ და სამეცნიერო
დარგში, კათედრების ხელმძღვანელები, დეკანები, ადმინისტრაციის
წევრები, სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელები და
პროფესორ-მასწავლებლები.
შეხვედრის შემდეგ მღვდელმა ბრინზა ბოგდან ვლადუტმა აკადემიის
სტუდენტებს ლექცია წაუკითხა თემაზე - „წმინდა მსხვერპლშეწირვა და
ადამიანის გარდაქმნა წმინდა მაქსიმე აღმსარებელის მიხედვით“.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს თბილისის სასულიერო აკადემიასა და
სემინარიასა და რუმინეთის ქალაქ იასის ალექსანდრე იოანე კუზას
სახელობის უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის
ფარგლებშიც ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის სამეცნიერო-საღვთისმეტყველო
თანამშრომლობა დაიწყო.
თეოლოგიის დოქტორის, მღვდელი ბრინზა ბოგდან ვლადუტის სამუშაო
ვიზიტი თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში 2 მაისამდე
გაგრძელდება

