დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია მიტროპოლიტ იეროთეოსის (ვლახოსი) სტუმრობის შესახებ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში

 
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ეკლესიის ისტორიისა და ასკეტიკის კათედრის გამგემ, ღვთისმეტყველების დოქტორმა, დეკანოზმა მაქსიმე ჭანტურიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სტუმრობს ნავპაკტოსისა და წმიდა ვლასის მიტროპოლიტი იეროთეოსი, ცნობილი ღვთისმეტყველი და ათობით სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთაგან სამი ქართულ ენაზეა ნათარგმნი და გამოცემული გამომცემლობა „ახალი ივირონის“ მიერ. მიტროპოლიტი იეროთეოსის ნაშრომები - „მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია“ და „სულიერი მედიცინის მეცნიერება“ - ქართველმა მკითხველმა გაიცნო და შეიყვარა. შეიყვარა, ასევე, მათი ავტორი და მის მესამე ვიზიტს ჩვენს ქვეყანაში გარკვეულწილად მომზადებული დახვდა. ჩვენ, როგორც სასულიერო აკადემიის პედაგოგები და მეუფე იეროთეოსის ნაშრომების გამომცემლები, უაღრესად მნიშვნელოვნად მივიჩნევთ მის სტუმრობას ჩვენს ეკლესიაში.

                           
19.09.2019