ეკლესიის ისტორიის, პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრა

 
ეკლესიის ისტორიის, პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრა მოიცავს ორ მიმართულებას: ა) ეკლესიის ისტორიისა და ასკეტიკის ბ) პატრისტიკისა და დოგმატიკის. ეკლესიის ისტორიისა და ასკეტიკის მიმართულების ფარგლებში ისწავლება ის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში. სასწავლო კურსების საშუალებით სტუდენტები ეცნობიან  თეოლოგიური აზროვნების განვითარების სხვადასხვა ეტაპს, ქრისტესშობამდელი და ქრისტესშობის შემდგომი ეპოქის ასკეტიკის ისტორიას, საერო და სამონასტრო ასკეტიკას. ამ საგნების შესწავლით მომავალი თეოლოგები იღებენ სწორი სულიერი ცხოვრებისათვის საჭირო თეორიულ ცოდნას, რომელიც ხელს შეუწყობს მათი აზროვნების ფართო მასშტაბით განვითარებას.  პატრისტიკისა და დოგმატიკის მიმართულებაზე შეისწავლება ეკლესიის მამათა ნაშრომები, მათი ცხოვრების ამსახველი ტექსტები. სტუდენტები ეცნობიან და აანალიზებენ ეკლესიის წიაღში დამკვიდრებულ დოგმატურ ღვთისმეტყველებას. 
კათედრის მუშაობა თანმიმდევრულად წარმოაჩენს თავის საღვთისმეტყველო-სამეცნიერო საქმიანობას როგორც აკადემიის ფარგლებში, ასევე მის გარეთ. 
 
 
ეკლესიის ისტორიის, პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის ხელმძღვანელი
 
თეოლოგიის დოქტორი, დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია
სიონის ქ. 13/40, თბილისი 0105, საქართველო
ტელ: (+995 32) 2 14 40 73
ელ. ფოსტა: ekl.istoriis.katedra@academia.edu.ge
ვებგვერდი: www.tsas.ge
 
თანაშემწე
 
მღვდელი გიორგი ჯანჯღავა
სიონის ქ. 13/40, თბილისი 0105, საქართველო
ტელ: (+995) 555 18 19 27
ელ. ფოსტა: giorgi.janjghava@academia.edu.ge
ვებგვერდი: www.tsas.ge
 
ეკლესიის ისტორიის, პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის საგნობრივი მიმართულებებია: ეკლესიის ისტორია, ადგილობრივი ეკლესიების ისტორია, ასკეტიკა, დოგმატური ღვთისმეტყველება, პატროლოგია, ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები, შედარებითი ღვთისმეტყველება, რელიგიების ისტორია, ფილოსოფიის ისტორია, ძველი ბერძნული ენა.