თბილისის სასულიერო აკადემიის 2009-2014 წწ. კურსდამთავრებულების წერილი სასულიერო აკადემიას

თბილისის სასულიერო აკადემიის 2009-2014 წწ. კურსდამთავრებულებს, გვსურს გამოვთქვათ ჩვენი აზრი, ეკლესიის და სასულიერო აკადემიის წინააღმდეგ მიმართულ მოვლენებთან დაკავშირებით.
უპირველეს ყოვლისა , ყველა ჩვენგანი მადლიერია ღმერთის,იმ დიდი წყალობისათვის,რასაც სასულიერო აკადემიის სტუდენტობა ქვია. ეს არის სასწავლებელი სადაც გაიზარდა უამრავი სასულიერო პირი, მათ შორის ჩვენი მოძღვრები,რომლებიც ჩვენს ეკლესიაში თავდადებით მოღვაწეობენ და მათი შრომის შედეგია ის, რომ დღეს საქართველოს ყველა კუთხეში თუ ქალაქში ადამიანებით ივსება ჩვენი ტაძრები. ჩვენც მათი ლოცვა-კურთხევით ჩავაბარეთ ამ სასწავლებელში და არ შეგვიძლია არ გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება,განსაკუთრებით,სასწავლებლისთვის ამ მეტად მძიმე პერიოდში.
აკადემიაში,ჩვენი სწავლის პროცესში მოხდა ის უდიდესი წინსვლა, რა დროსაც ჩვენმა სასწავლებელმა მოიპოვა ავტორიზაცია და აღიარებულ იქნა არა მარტო ქვეყნის,არამედ მსოფლიოს მაშტაბით,ეს ჩვენს თვალწინ მოხდა,რასაც ვერავინ უარყოფს.
 
მამა გიორგი ზვიადაძე პირადად გვასწავლიდა ორ საგანს და დიდი როლი აქვს ჩვენს სულიერ და ინტელექტუალურ წინსვლაში. გვახსოვს სიტყვები,რომელსაც ხშირად გვეუბნებოდა „თქვენ რომ დაამთავრებთ აკადემიას და რომ დაბრუნდებით თქვენს-თქვენს მხარეში, ნათელს შეიტანთ ხალხში,ნათელს შეიტანთ ადამიანებში და ამის გამო თქვენ ეშმაკისთვის მიუღებლები იქნებითო“. ზუსტად ამ ნათლის გავრცელებას ებრძოდა და ებრძვის დაცემული ძალა და მისი მთავარი სამიზნე არის,არამარტო კურსდამთავრებულები ამ სასწავლებლისა, არამედ,უპირატესად ის ადგილი,სადაც იძენენ სტუდენტები ცოდნას,სადაც არის სამჭედლო მომავალი სასულიერო პირებისა, სადაც ადამიანებს ეფინებათ ნათელი ქრისტესი და იღებენ იმ მაცხოვნებელ სწავლებას რაც უამრავი ადამიანის გადარჩენას უკავშირდება.
 
ამ ბძოლის გააქტიურება დაკავშირებულია იმასთან,რომ აკადემია წლიდან წლამდე მიდის უკეთესობისაკენ,გაიხსნა დოქტორანტურა, გამოიცა წიგნები, ეწყობა კონფერენციები,ითარგმნა ლიტერატურა და სასწავლო პროცესი მიდის სულ უფრო მეტი წარმატებისკენ. ჩვენ ეს ყველაფერი არ შეგვიძლია არ ვთქვათ და არ გამოვხატოთ მადლიერება ადმინისტრაციის და პროფესორ-მასწავლებელების მიმართ.რამოდენიმე მათგანის სახელს და გვარს მოვიყვანთ მათდამი უდიდესი მადლიერების და სიყვარულის გრძნობიდან გამომდინარე. ესენი არიან ბატონი ედიშერ ჭელიძე, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე,დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია,დეკანოზი მიქაელ გალდავა,დეკანოზი შალვა კეკელია, ბატონი გრივერ ფარულავა,ბატონი რევაზ სირაძე, ქალბატონი ნინო მელიქიშვილი,ქალბატონი რუსადან წიქვაძე, გიორგი გვასალია, ირაკლი ორჟონია,გიორგი თოდუა,გიორგი ჯულაყიძე,მამა ირაკლი ახალაძე(ჩვენი იმჟამინდელი დეკანი) და უამრავი სხვა ადამიანი, ესენი იღწვოდნენ და თავს არ ზოგავდნენ ჩვენთვისაც და ახლაც,აკადემიის წინსვლისათვის და თითოეული სტუდენტის კეთილად გაზრდისათვის.
 
გვახსენდება მისი უწმინდესობის საოცარი სიტყვები „მოგმართავთ ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, შეინარჩუნეთ ჩვენი თვითმყოფადობა, ჩვენი ტრადიციული ქრისტიანული ცხოვრების წესი. გახსოვდეთ, მთავარი ბრძოლა ბოროტთან მოგებულია. უფალი ბრძანებს: „ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა“ (ინ.16,33) მაშ, იბრძოლეთ, ჩვენი გმირი წინაპრების მსგავსად, რათა საკუთარ თავში და თქვენს გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო. დღეს ეგ ომია თქვენი დიდგორი, თქვენი ბასიანი.“ ამ სიტყვების გამოძახილია ჩვენი ეს მოკრძალებული წერილი .
დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის.
 
დიდი მადლობა მის უწმინდესობას მისი დიდი სიყვარულისა და იმ დიდი ღვაწლისათვის რაც აქვს ჩვენი ერის წინაშე. ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს მთელი ერისთვის უსაყვარლესი პატრიარქი.
დიდი მადლობა ჩვენს რექტორს, მამა გიორგი ზვიადაძეს თავისი თავდადებისთვის და უდიდესი სიყვარულისთვის,რასაც იჩენს ეკლესიის და აკადემიის წინაშე.
დიდი მადლობა ყველას, ვინც ძალიან მაღალ საფეხურზე აიყვანა თბილისის სასულირო აკადემია და სემინარია. ამინ
 
პატივისცემით 2009-2014 წწ. კურსდამთავრებულები
 
წყარო: https://www.facebook.com/profile.php?id=100018418778272&lst=100000225918790%3A100018418778272%3A1498475327
26.06.2017