დოქტორანტურაში შემსვლელთა საყურადღებოდ

ა(ა)იპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემი და სემინარია აცხადებს მიღებას თეოლოგიის სადოქტორო პროგრამის შემდეგ მიმართულებებზე: 

1. საქართველოს ეკლესიის ისტორია  (1 ადგილი);

2. ლიტურგიკა (1 ადგილი).

დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს მინიმუმ მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს, შემდეგი პირობებით:

· ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრს თეოლოგიის, რელიგიის ისტორიის, რელიგიის კვლევების ან რელიგიათმცოდნეობის  დარგში;

· ნებისმიერი დარგის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელმაც უმაღლესი განათლების პირველი საფეხური (ბაკალავრიატი) დაძლია თეოლოგიის, რელიგიის ისტორიის, რელიგიის კვლევების ან რელიგიათმცოდნეობის სფეროში და მინიჭებული აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია;

საბუთები მიღება 2026 წლის 09 სექტემბრიდან 18  სექტემბრის ჩათვლით 10:00-დან 15:00 საათამდე.

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველის განცხადებას რექტორის სახელზე თან უნდა  ერთოდეს:

ა) მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ (CV),

ბ) პირადობის  დამადასტურებელი  მოწმობის  ასლი,

გ) შესაბამის დარგში აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის სანოტარო წესით  დამოწმებული  ასლი,

დ) საკვლევი თემის დასახელება და დასაბუთება.

ე) კვლევის მიმართულებიდან გამომდინარე -  ნაშრომები (მატერიალური სახით),

ვ) სულიერი მოძღვრის  რეკომენდაცია,

ზ) ორი ფოტოსურათი 3\4 ზომით, დისკთან ერთად,

თ) არსებობის შემთხვევაში - უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული  მოწმობა, რომელსაც გასცემს შესაბამისი ლიცენზიის მქონე დაწესებულება.

შემოსული განცხადება რეგისტრირდება თსას-ის კანცელარიაში და შემდგომი რეაგირებისათვის  გადაეცემა  შესაბამის ფაკულტეტს.

დოქტორანტურაში ჩარიცხვის წესის სანახავად გადადით ბმულზე: https://www.tsas.ge/ka/doqtoranturashi-charickhvis-tsesi 

გამოცდები ჩატარდება 22 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით.

გამოცდების განრიგი:

ა) ძველი ბერძნული ენა (წერა) – 22 სექტემბერს, 14.00 საათზე;

ბ) უცხო ენა (წერა) - 24 სექტემბერს, 14.00 საათზე;

გ) ლიტურგიკა (ზეპირი) – 29 სექტემბერს, 14.00 საათზე;

დ) საქართველოს ეკლესიის ისტორია (ზეპირი) - 30 სექტემბერს, 14.00 საათზე; 

მისაღები გამოცდების საკითხების სანახავად გადადით ბმულზე: https://www.tsas.ge/ka/misaghebi-gamocdebis-sakithkhebi 

სადოქტორო პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა 3 წელია. სწავლება უფასოა.

დამატებითი ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე: https://www.tsas.ge/ka/stsavla/doqtorantura 

საკონტაქტო ინფორმაცია:

მის: . თბილისი, სიონის . N13/40

ტელ: (+995) 032 2 93 29 22

ელ.ფოსტა: sasuliero_akademiadoc@yahoo.com

 

 

01.07.2025