სადოქტორო პროგრამაზე შემსვლელთათვის


ა(ა)იპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია 2023-2024 წლისთვის აცხადებს მიღებას აკადემიის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე:

• ბიბლეისტიკა:
მოდული ა) ძველი აღთქმა
მოდული ბ) ახალი აღთქმა

• ეკლესიის ისტორია:
მოდული ა) მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია
მოდული ბ) საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია

• ლიტურგიკა
• კანონიკური სამართალი

სადოქტორო პროგრამაზე სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს მინიმუმ მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს შემდეგი პირობებით: ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრს თეოლოგიის, რელიგიის ისტორიის, რელიგიის კვლევების ან რელიგიათმცოდნეობის დარგში; ნებისმიერი დარგის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელმაც უმაღლესი განათლების პირველი საფეხური (ბაკალავრიატი) დაძლია თეოლოგიის, რელიგიის ისტორიის, რელიგიის კვლევების ან რელიგიათმცოდნეობის სფეროში და მინიჭებული აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია. თეოლოგიის მონათესავე დარგებში მაგისტრის ხარისხის მქონე პირთა სადოქტორო პროგრამაზე მიღების საკითხს განიხილავს და წყვეტს თსას-ის სამეცნიერო საბჭო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დოქტორანტობის კანდიდატი უნდა ფლობდეს ერთ-ერთ დასავლეთევროპულ ენას (ინგლისური, გერმანული ან ფრანგული) არანაკლებ B2 დონეზე, ან ფლობდეს რუსულს ანდა ახალ ბერძნულ ენას არანაკლებ B2 დონეზე და ერთ-ერთ დასავლეთევროპულ ენას (ინგლისური, გერმანული ან ფრანგული) მინიმუმ A2 დონეზე. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული მოწმობა, რომელსაც გასცემს შესაბამისი ლიცენზიის მქონე დაწესებულება, თან უნდა ერთვოდეს დოქტორანტობის კანდიდატის განცხადებას. სხვა შემთხვევაში დოქტორანტობის კანდიდატის უცხო ენის ცოდნა დასტურდება თსას-ის მიერ სადოქტორო პროგრამაზე დაშვებისათვის ორგანიზებული უცხო ენის გამოცდის დადებითი შედეგებით.
სადოქტორო პროგრამაზე სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ფლობს ქართულ ენას და ერთ-ერთ დასავლეთევროპულ ენას.
სადოქტორო პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა 3 წელია. სწავლება უფასოა.
სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველს რექტორის სახელზე შეაქვს განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს შესაბამისი სადოქტორო პროგრამა.

განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ (CV);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) შესაბამის დარგში აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
დ) საკვლევი თემის დასახელება და დასაბუთება (შემდგომში სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ მომზადებული დასკვნა საკვლევი თემის აქტუალობის შესახებ წარედგინება სამეცნიერო საბჭოს);
ე) არსებობის შემთხვევაში, კვლევის მიმართულებიდან გამომდინარე ნაშრომები (მატერიალური სახით);
ვ) სულიერი მოძღვრის რეკომენდაცია;
ზ) ორი ფოტოსურათი 3\4 ზომით, დისკთან ერთად;
თ) არსებობის შემთხვევაში, უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული მოწმობა, რომელსაც გასცემს შესაბამისი ლიცენზიის მქონე დაწესებულება.

დოქტორანტობის კანდიდატის საბუთების მიღების საკითხს წყვეტს თსას-ის სამეცნიერო საბჭო. გამოცდები ჩატარდება შემდეგ საგნებში:
ბიბლეისტიკის სადოქტორო პროგრამა:
1. მოდული ა) ძველი აღთქმა:
ა) ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა (ზეპირი)
ბ) უცხო ენა (წერითი ტესტირება)
გ) ძველი ბერძნული ენა (წერა)

2. მოდული ბ) ახალი აღთქმა:
ა) ახალი აღთქმა და ძველი აღთქმა (ზეპირი)
ბ) უცხო ენა (წერითი ტესტირება)
გ) ძველი ბერძნული ენა (წერა)

ეკლესიის ისტორიის სადოქტორო პროგრამა:

3. მოდული ა) მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია
ა) მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია (ზეპირი)
ბ) უცხო ენა (წერითი ტესტირება)
გ) ძველი ბერძნული ენა (წერა)

4. მოდული ბ) საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია:
ა) საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია და მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია (ზეპირი)
ბ) უცხო ენა (წერითი ტესტირება)
გ) ძველი ბერძნული ენა (წერა)

5. ლიტურგიკის სადოქტორო პროგრამა:
ა) ლიტურგიკა (ზეპირი)
ბ) უცხო ენა (წერითი ტესტირება)
გ) ძველი ბერძნული ენა (წერა)

6. კანონიკური სამართლის სადოქტორო პროგრამა:
ა) საეკლესიო (კანონიკური) სამართალი (ზეპირი)
ბ) უცხო ენა (წერითი ტესტირება)
გ) ძველი ბერძნული ენა (წერა)

საბუთები მიიღება 2023 წლის 12 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის აკადემიის ფაკულტეტის დოქტორანტურაში. მისაღები გამოცდები ჩატარდება 25 სექტემბერიდან 29 სექტემბრის ჩათვლით.

გამოცდების განრიგი:
ძველი ბერძნული ენა (წერა) - 25 სექტემბერი, 14.00 სთ.
უცხო ენა (წერითი ტესტირება) - 27 სექტემბერი, 14.00 სთ.
ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა (ზეპირი) - 29 სექტემბერი, 14.00 სთ.
მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია (ზეპირი) - 29 სექტემბერი, 14.00 სთ.
ლიტურგიკა (ზეპირი) - 29 სექტემბერი, 14.00 სთ.
საეკლესიო (კანონიკური) სამართალი (ზეპირი) - 29 სექტემბერი, 14.00 სთ.

ჩარიცხვა - 2 ოქტომბერი.
მისამართი: თბილისი, სიონის ქ. 13/40
ვებ-გვერდი: https://www.tsas.ge/ka/stsavla/doqtorantura
დამატებითი ცნობებისთვის დაგვიკავშირდით ტელ: 551 297 277; 551 202 204