საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე შემსვლელთათვის

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

()იპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია 2026-2027 სასწავლო წლისთვის აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას შემდეგ პროგრამებზე: 

1. თეოლოგია (სამაგისტრო პროგრამა _ აკადემია);

2. თეოლოგია (საბაკალავრო პროგრამა _ სემინარია);

3. ქრისტიანული ფსიქოლოგია (საბაკალავრო პროგრამა);

4. ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობა (საბაკალავრო პროგრამა);

5. ხატწერა (საბაკალავრო პროგრამა);

6. დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაცია (საბაკალავრო პროგრამა);

7. საეკლესიო არქიტექტურა (ხუროთმოძღვრება) (საბაკალავრო პროგრამა).

სწავლება უფასოა.

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე საბუთები მიიღება 2026 წლის 17 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში. ამავე დროს (17 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით), საბუთები მიიღება დისტანციურადაც: nugzar.samkharadze@academia.edu.ge 

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები გამოცდები ჩატარდება 3 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.

 თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამა (აკადემია):

ა)  ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (ზეპირი) – 3 სექტემბერი,  9:00 საათი,    (ხუთშაბათი);

ბ)  ქართული ენა და ლიტერატურა (წერა) – 5 სექტემბერი,  9:00 საათი, (შაბათი);  

გ)  საქართველოს ისტორია (ზეპირი) – 7 სექტემბერი,  9:00 საათი, (ორშაბათი);

დ) წმინდა წერილი (ზეპირი) – 9 სექტემბერი,  9:00 საათი,  (ოთხშაბათი);

ე)  უცხო ენა (წერითი ტესტირება) – 10 სექტემბერი,  9:00 საათი, (ხუთშაბათი). 

თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა (სემინარია) 

ა)  ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (ზეპირი) -  3 სექტემბერი,  9:00 საათი, (ხუთშაბათი);

ბ)  საქართველოს ისტორია (ზეპირი) - 7 სექტემბერი,  9:00 საათი, (ორშაბათი);

გ)  უცხო ენა (წერითი ტესტირება) – 10 სექტემბერი,  9:00 საათი, (ხუთშაბათი).

ქრისტიანული ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა:

ა)  ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (ზეპირი) – 3  სექტემბერი,  11:00 საათი, (ხუთშაბათი);

ბ)  საქართველოს ისტორია (ზეპირი) - 7 სექტემბერი,  11:00 საათი, (ორშაბათი);

გ)  უცხო ენა (ტესტირება) – 10 სექტემბერი,  9:00 საათი, (ხუთშაბათი). 

ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა:

ა)  ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (ზეპირი) – 3 სექტემბერი,  11:00 საათი, (ხუთშაბათი);

ბ)  საქართველოს ისტორია (ზეპირი)  - 7  სექტემბერი,  11:00 საათი, (ორშაბათი);

გ)  უცხო ენა (ტესტირება) – 10 სექტემბერი,  9:00 საათი, (ხუთშაბათი).

საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის საბაკალავრო პროგრამა:

ა)  ხატვა – 4 სექტემბერი,  10:00 საათი, (პარასკევი);

ბ)  ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (ზეპირი) – 3 სექტემბერი,  11:00 საათი, (ხუთშაბათი);

გ)  საქართველოს ისტორია (ზეპირი) – 7 სექტემბერი,  11:00 საათი, (ორშაბათი);

დ) უცხო ენა (ტესტირება) – 10 სექტემბერი,  9:00 საათი, (ხუთშაბათი).

მისამართი: თბილისი, სიონის ქ. 13/40.  

ვებ-გვერდი: www.tsas.ge 

ელ. ფოსტა: tsas@academia.edu.ge

დამატებითი ცნობებისთვის დაგვიკავშირდით:  599 435 238