თბილისის სასულიერო აკადემიისა და
სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძისა და
პრორექტორის, დეკანოზ ბესარიონ ცინცაძის ლოცვა-კურთხევით, ამავე
სასწავლებლის მიერ წარდგენილი პროექტი – „წმინდა მამათა სწავლანი
ბიზანტიურ-ქართულ ინტერდისციპლინარულ ურთიერთობათა კონტექსტში“ – შოთა
რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2018 წლის
ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის კონკურსის
გამარჯვებულია – # FR-18-1209.
პროექტის მონაწილენი:
პროექტის ხელმძღვანელი: ფილოლოგიის
დოქტორი ქეთევან მამასახლისი, კოორდინატორი: ისტორიის მაგისტრი მანგია
არაბული, ფილოლოგიის დოქტორი ვიქტორია ჯუღელი და თეოლოგიის
მაგისტრი, დეკანოზი გიორგი ბერიშვილი.
პროექტის საფუძველზე მომზადდება
წიგნი, რომელსაც ფართოდ გამოიყენებენ უმაღლეს სასულიერო და საერო
სასწავლებლებსა და ეკლესია-მონასტრებში