სემინარიის მგალობელთა გუნდი დოდო გარეჯელის სახელობის მონასტერში

ამა წლის 19 აპრილს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დეკანის, მღვდელი გიორგი ვაშალომიძისა და გალობის პედაგოგის -  ლაშა ზაალიშვილის - ხელმძღვანელობით თსას სტუდენტ  მგალობელთა გუნდმა  დოდო გარეჯელის სახელობის მონასტერი მოილოცა.

სასულიერო პირებმა მგალობლებთან ერთად წირვა აღასრულეს. აღსანიშნავია, რომ სემინარიის გუნდმა პირველად იგალობა წირვის  სრული რეპერტუარი (გელათისა და სვეტიცხოვლის სამგალობლო სკოლის პრაქტიკა).

სტუდენტთათვის მეტად ამაღელვებელი იყო კლდეში ნაკვეთ ბერთა სავანეში აღსრულებულ ღვთისმსახურებაში მონაწილეობა. თბილისის სასულიერო სემინარიიდან ჩამოსულ სტუმრებს არქიმანდრიტმა სერაპიონმა და მონასტრის საძმომ უმასპინძლეს.
19.04.2024

FaceBook გვერდი