ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი
გიორგი ნატროშვილი
სიონის ქ. 13/40, თბილისი 0105, საქართველო
ტელ: 995 32 2932911
ელ. ფოსტა: g.natroshvili@academia.edu.ge  
ვებ გვერდი: www.tsas.ge 
 
ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე
დურმიშხან ლაშხი
სიონის ქ. 13/40, თბილისი 0105, საქართველო
ტელ: 995 32 2932911
ელ. ფოსტა: d.lashkhi@academia.edu.ge  
ვებ გვერდი: www.tsas.ge 
 
    თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური არის თსას-ის მართვის ორგანო. 
    სამსახურის საქმიანობის ძირითად ამოცანას, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარებითა და დანერვგვის ხელშეწყობით, სწავლებისა და კვლევის ხარისხის ამაღლება წარმოადგენს.
    სამსახურის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები მოცავს - მიმდინარე საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის სისტემურ შეფასებას, საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურების შემუშავებას და განახლებას; აკადემიური პროგრამების შეფასებას და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას; აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობას, კრედიტების ტრანსფერის სისტემის ჩამოყალიბებასა და განხორციელებას;  სასწავლო პროცესის ხარისხის შიდა და გარე შეფასების მეთოდების დანერგვის ხეშეწყობასა და მონიტორინგს; სწავლების ხარისხის მართვის თანამედროვე მეთოდებისა და პრინციპების ათვისებასა და დანერგვის ხელშეწყობას; მოქმედი რეგულაციების მიხედვით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, პროგრამების, სტუდენტებისა და პერსონალის რეესტრის წარმოებას.
    სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს წინამდებარე დებულებით, თსას-ის წესდებით, შიდასამართლებრივი აქტებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხასისხის უზრუნველყოფის სტანდარტებითა და სახელმძღვანელო პრინციპებით. 
სამსახური პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციის შესარულებაზე და ანგარიშვადლებულია თსას-ის რექტორის წინაშე.
 

FaceBook გვერდი