დოქტორანტურაში ჩარიცხვის წესი

დოქტორანტურაში მიღება ცხადდება შემოდგომის სემესტრისათვის დამტკიცებული სადოქტორო პროგრამის საფუძველზე;
დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველს რექტორის სახელზე შეაქვს წერილობითი განაცხადი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს შესაბამისი სადოქტორო პროგრამა.
განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ (CV);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ)თეოლოგიის მაგისტრის ან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მონათესავე დარგში აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
დ)შესაბამისი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის შუამდგომლობა და მისი რეცენზია დოქტორანტის მიერ სპეციალობის მიხედვით წარმოდგენილ რეფერატზე ან გამოქვეყნებულ ნაშრომზე;
ე) მოძღვრის რეკომენდაცია;
ვ) ორი ფოტოსურათი 3\4 დისკთან ერთად;
ზ)დოქტორანტობის კანდიდატის საბუთების მიღების საკითხს წყვეტს თსას-ის სამეცნიერო საბჭო;
თ) სხვა დოკუმენტები, რომელთაც შეიძლება ითხოვდეს კონკრეტული პროგრამა;
დოქტორობის კანდიდატს მოეთხოვება ერთ-ერთი ევროპული (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ახალი ბერძნული, რუსული)ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე (უცხო ენის გამოცდისაგან თავისუფლდებიან B2 დონის დამადასტურებელი დიპლომის ან სერტიფიკატის მქონე პირები);
თსას-ის სამეცნიერო საბჭოს დადგენილებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს დამატებითი მოთხოვნები; დოქტორანტურაში ჩარიცხვა ხდება წინასწარი გასაუბრების, სპეციალობასა და უცხო ენაში გამოცდებზე მიღებული შედეგების მიხედვით;
დოქტორანტურაში ჩარიცხვისას ყურადღება ექცევა აკადემიურ მოსწრებას (სამაგისტრო შრომების შეფასებასა და სამაგისტრო დიპლომის დანართს); დოქტორანტების ჩარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თსას- ის სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს თსას-ის რექტორი;
დოქტორანტად ჩარიცხვაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში თსას-ის რექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; დოქტორანტს ენიშნება შესაბამისი ცენზისა და კვლევის გამოცდილების მქონე სამეცნიერო ხელმძღვანელი; თსას-ს, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელსა და დოქტორანტს შორის იდება სამმხრივი ხელშეკრულება, რომელშიც განისაზღვრება მხარეთა ვალდებულებები და უფლებები. ხელშეკრულების ნაწილია დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმა.
ჩარიცხული დოქტორანტების საკვალიფიკაციო ნაშრომს ამტკიცებს სადისერტაციო საბჭო ხმათა უმრავლესობით.


ა(ა)იპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია დოქტორანტობის კანდიდატის განცხადება
უნდა იქნას შევსებული გარკვევით ან დაბეჭდილი
ფორმა განთავსებულია tsas.gweb.ge
ფორმა ივსება ერთ ფურცელზე
I. განმცხადებლის პირადი მონაცემები გვარი და სახელი სრულად: ________________________________________ ფოტოსურათი პირადი ნომერი
პირადობის მოწმობის ნომერი
მისამართი ________________________________________________________________________ სახლის ტელეფონი __________________ მობილური ტელეფონი _____________________ ელექტრონული ფოსტა ______________________________________________________________ II. რომელ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე გსურთ სწავლა?
პროგრამის სახელწოდება ____________________________________________________________
უცხო ენა ________________________________________________________________________
ხელმოწერა ______________________________ თარიღი ________________________ შენიშვნა:
ა) განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:
•მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ (CV);
•პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
•თეოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
•სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის შუამდგომლობა და მისი რეცენზია დოქტორანტის მიერ სპეციალობის მიხედვით წარმოდგენილ რეფერატზე ან გამოქვეყნებულ ნაშრომზე;
•მოძღვრის რეკომენდაცია;
•2 ფოტოსურათი 3×4 დისკთან ერთად;
ბ) უცხო ენის ჩაბარებისაგან თავისუფლდება B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე პირები.
25.06.2019

FaceBook გვერდი