დისტანციურ შეხვედრაზე
მომხსენებელმა ისაუბრა ფსიქოლოგის მუშაობის ძირითად საერთაშორისო
პრინციპებსა და ამ პრინციპების დაცვის ვალდებულებაზე. მოხსენებაში
განხილული იყო პროფესიონალი ფსოქოლოგის სოციალური პასუხისმგებლობისა
და ვალდებულების საკითხები, რომელთა გათვალისწინება
აუცილებელია საზოგადოების წინაშე საჯარო გამოსვლისას ან
პრაქტიკული მუშაობის დროს.
იმავდროულად, მომხსენებელმა
განიხილა მედიასივრცისა თუ სოციალური ქსელების საშუალებით ადამიანის
საბაზისო, ფუნდამენტური უფლებების ხელყოფის ფაქტები. დღეს ძალიან
გახშირდა კერძო პირთა თუ ინსტიტუციათა მიმართ გამოხატვის უფლების
სახელით ცილისწამება, შანტაჟი, დამცირება, რეპუტაციის
შელახვა, ირიბი თუ პირდაპირი შეურაცხყოფა, მუქარა, დაშინება,
კიბერბულინგი. შესაბამისად, მოხსენების თემატიკა ამ
მოვლენათა ფსიქოლოგიურ საფუძვლებს, მიზნებსა და
მექანიზმებსაც შეეხო. შეხვედრა დასრულდა დისკუსიით,
რომელზეც მომხსენებელმა მსმენელებთან ერთად ამ თემებთან დაკავშირებული
ესა თუ ის საკითხი უფრო ღრმად განიხილა.