სამაგისტრო ნაშრომის დაცვა

2020 წლის 9 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ჩატარდა მაგისტრატურის კურსდამთავრებულის ვაჟა მჟავიას სამაგისტრო ნაშრომის დაცვა თემაზე: „სიწმინდის განახლების წესის ძირითადი ასპექტები თანამედროვე ღვთისმსახურებაში.“ ნაშრომი შესრულდა ლიტურგიკისა და სამოძღვრო ღვთისმეტყველების კათედრაზე კათედრის გამგის - თეოლოგიის დოქტორის, არქიდიაკონ დემეტრე დავითაშვილის ხელმძღვანელობით. ნაშრომის რეცენზენტია ისტორიის დოქტორი, დეკანოზი თეიმურაზ თათარიშვილი. სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელმაც, რეცენზენტმაც და კომისიის წევრებმაც  ნაშრომი უმაღლესი ქულით შეაფასეს.
09.10.2020

FaceBook გვერდი