საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონი არჩილ თალაკვაძის სიტყვა საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ღონისძიებაზე

თქვენო უწმინდესობავ,
 
საქართველოს პარლამენტის სახელით გილოცავთ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საპატიო ჰონორის კაუზას წოდებას!
 
ერისა და სამშობლოს წინაშე თქვენი ღვაწლი გამორჩეული და შეუფასებელია. თქვენი ცხოვრებით, მოღვაწეობითა და რწმენის სიმტკიცით გვაძლევთ მაგალითს, როგორ უნდა შეხვდეს ადამიანი თანამედროვე გამოწვევებს. ამ ცვალებად და რთულ დროში თქვენ კეთილი სიტყვით და ქრისტიანული სწავლებით შეგვახსენებთ კაცთმოყვარეობის, თავმდაბლობის, უანგარობის და სიყვარულის მნიშვნელობას.
 
გისურვებთ მხნეობასა და დღეგრძელობას ჩვენი სამშობლოს სასიკეთოდ!
 
06.10.2020

FaceBook გვერდი