ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე



ა(ა)იპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია 2020-2021 წლისთვის აცხადებს მიღებას დოქტორანტურაში შემდეგ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე: 
 
• ბიბლეისტიკა: 
მოდული ა) ძველი აღთქმა
მოდული ბ) ახალი აღთქმა
• ეკლესიის ისტორია
მოდული ა) მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია
მოდული ბ)საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია
• პატროლოგია
•  დოგმატიკა
• ლიტურგიკა 
• კანონიკური სამართალი
 
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებისას პრიორიტეტი ენიჭება ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრს თეოლოგიის, რელიგიის ისტორიის, რელიგიის კვლევების ან რელიგიათმცოდნეობის დარგში; ნებისმიერი დარგის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელმაც უმაღლესი განათლების პირველი საფეხური (ბაკალავრიატი) დაძლია თეოლოგიის, რელიგიის ისტორიის, რელიგიის კვლევების ან რელიგიათმცოდნეობის სფეროში და მინიჭებული აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია; თეოლოგიის მონათესავე დარგებში მაგისტრის ხარისხის მქონე პირთა სადოქტორო პროგრამაზე მიღების საკითხს განიხილავს და წყვეტს თსას-ის სამეცნიერო საბჭო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დოქტორანტობის კანდიდატი უნდა ფლობდეს ერთ-ერთ დასავლეთ ევროპულ ენას (ინგლისური, გერმანული ან ფრანგული) არანაკლებ B2 დონეზე, ან ფლობდეს რუსულს ან/და ახალ ბერძნულ ენას არანალებ B2 დონეზე და ერთ-ერთ დასავლეთ ევროპულ ენას (ინგლისური, გერმანული ან ფრანგული) მინიმუმ A2 დონეზე. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული მოწმობა, რომელსაც გასცემს შესაბამისი ლიცენზიის მქონე დაწესებულება, თან უნდა ერთვოდეს დოქტორანტობის კანდიდატის განცხადებას. სხვა შემთხევაში დოქტორანტობის კანდიდატის უცხო ენის ცოდნა დასტურდება თსას-ის მიერ სადოქტორო პროგრამაზე დაშვებისათვის ორგანიზებული უცხო ენის გამოცდის დადებითი შედეგებით. 
დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს,  რომელიც ფლობს ქართული ენას და ერთ-ერთ დასავლეთ ევროპულ ენას.
 
 
დოქტორანტურაში სწავლის ხანგრძლივობა 3 წელია. სწავლება უფასოა.
 
დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველს რექტორის სახელზე შეაქვს განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს შესაბამისი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა. 
 
ა) მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ (CV);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) შესაბამის დარგში აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
დ)საკვლევი თემის დასახელება და დასაბუთება (შემდგომში სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ მომზადებული დასკვნა საკვლევი თემის აქტუალობის შესახებ წარედგინება სამეცნიერო საბჭოს);
ე) არსებობის შემთხვევაში - კვლევის მიმართულებიდან გამომდინარე ნაშრომები (გამოქვეყნებული); 
ვ) მოძღვრის რეკომენდაცია;
ზ) ორი ფოტო სურათი 3\4  დისკთან ერთად;
თ) არსებობის შემთხვევაში უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული მოწმობა, რომელსაც გასცემს შესაბამისი ლიცენზიის მქონე დაწესებულება.
დოქტორანტობის კანდიდატის საბუთების მიღების საკითხს წყვეტს თსას-ის სამეცნიერო  საბჭო.
 
გამოცდები ჩატარდება შემდეგ საგნებში:
 
1. ბიბლეისტიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა:
       მოდული ა) ძველი აღთქმა:
ა) ძველი აღთქმა (ზეპირი);
ბ) ახალი აღთქმა (ზეპირი);
გ)  უცხო ენა (წერითი);
დ) ძველი ბერძნული ენა (წერითი).
 
მოდული ბ) ახალი აღთქმა:
ა) ახალი აღთქმა (ზეპირი);
ბ) ძველი აღთქმა (ზეპირი);
გ)  უცხო ენა (წერითი);
დ) ძველი ბერძნული ენა (წერითი).
 
2. ეკლესიის ისტორიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა:
მოდული ა) მსოფლოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია:    
ა) ეკლესიის ისტორია (ზეპირი);
   ბ) საქართველოს სამოციქულო ეკლესიის  ისტორია (ზეპირი);
   გ) უცხო ენა (წერითი);
   დ) ძველი ბერძნული ენა (წერითი).
 
მოდული ბ) საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია:
   ა) საქართველოს სამოციქულო ეკლესიის  ისტორია (ზეპირი);
   ბ) ეკლესიის ისტორია (ზეპირი);
   გ) უცხო ენა (წერითი);
   დ) ძველი ბერძნული ენა (წერითი).
 
3. პატროლოგიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა: 
   ა) პატროლოგია (ზეპირი);
   ბ) უცხო ენა (წერითი);
   გ) ძველი ბერძნული ენა (წერითი).
 
   4. დოგმატიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა: 
   ა) დოგმატიკა;
   ბ) უცხო ენა (წერითი);
   გ) ძველი ბერძნული ენა (წერითი).
 
 5. ლიტურგიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა:
    ა) ლიტურგიკა (ზეპირი);
    ბ) უცხო ენა (წერითი);
    გ) ძველი ბერძნული ენა (წერითი).
 
 6. კანონიკური სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა:
    ა) საეკლესიო (კანონიკური) სამართალი (ზეპირი);
    ბ) უცხო ენა (წერითი);
    გ) ძველი ბერძნული ენა (წერითი).
 
 
საბუთები მიიღება 2020 წლის 14 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით, 10 სთ-დან 15 სთ-მდე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დოქტორანტურაში. მისაღები გამოცდები ჩატარდება 26-30 სექტემბერს.
 
 
გამოცდების განრიგი:
ძველი ბერძნული ენა - 26 სექტემბერი,
უცხო ენა - 28 სექტემბერი,
ძველი აღთქმა, ახალი აღთქმა - 30 სექტემბერი,
პატროლოგია - 30 სექტემბერი,
ლიტურგიკა - 30 სექტემბერი,
საეკლესიო (კანონიკური) სამართალი - 30 სექტემბერი,
ეკლესიის ისტორია - 30 სექტემბერი,
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია - 30 სექტემბერი,
ჩარიცხვა - 1 ოქტომბერი,
 
მისამართი: თბილისი, სიონის ქ. 13/40.  
ვებ-გვერდი: www.tsas.ge
დამატებითი ცნობებისთვის დაგვიკავშირდით ტელ: 555 18 16 11; 551 29 72 77; 551 20 22 04.   
03.07.2020

FaceBook გვერდი