ლექცია-სემინარი

 
2020 წლის 25 თებერვალს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის N8 აუდიტორიაში ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის III კურსის სტუდენტებს ჩაუტარდათ ლექცია-სემინარი „დასავლეთ ევროპის ხელოვნებაში“, რომელსაც უძღვებოდა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ქალბატონი ასმათ ოქროპირიძე. 
ლექცია-სემინარზე განიხილეს ცნობილი ნიდერლანდიელი მხატვრის, იერონიმუს ბოსხის ნამუშევარი: „უძღები შვილის დაბრუნება“, მისი მხატვრული ინდივიდუალობა, სტილი და შინაარსი. ქალბატონმა ასმათმა ისაუბრა ბოსხის მხატვრობის ინდივიდუალობის შესახებ და შეადარა მისი ნამუშევარი ცნობილი ჰოლანდიელი მხატვრის, რემბრანდტის ტილოს, რომელიც იმავე თემატიკაზეა („უძღები შვილის დაბრუნება“) შესრულებული. იმავდროულად, შესადარებლად მოხმობილ იქნა კიდევ 10-მდე მხატვრის ნამუშევარი. 
ხსენებულ ლექცია-სემინარს ესწრებოდნენ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელი, ისტორიის დოქტორი, ქალბატონი ნათელა კაპანაძე, ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის გამგის თანაშემწე, ქალბატონი რუსუდან ვაშალომიძე, აღნიშნული ფაკულტეტის დეკანი, ქალბატონი თეა ბეჟუაშვილი და მისი თანაშემწე, ქალბატონი ზოია მგალობლიშვილი.
ლექცია-სემინარი იყო მეტად საინტერესო და ინტერაქტიული, სტუდენტებმა საკითხის კარგი ცოდნა გამოამჟღავნეს. 
 
27.02.2020

FaceBook გვერდი