ხატწერა

საბაკალავრო პროგრამის სახელწოდება: ხატწერა
 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია: მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო მეცნიერების ბაკალავრი ხატწერაში

საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი: დეკანოზი იოსებ ვანიძე

პროგრამის მიზანი:
 
სტუდენტმა შეიძინოს  ხატწერისათვის საჭირო უნარ-ჩვევები;  
დაეუფლოს ხატწერის  ნიმუშების  შესრულებისათვის საჭირო  თეორიულ ცოდნასა  და პრაქტიკულ ჩვევებს.
პროგრამის  შედგენისას  გათვალისწინებულია ყველა ის ასპექტი, რაც სტუდენტს მისცემს მაქსიმალურ ცოდნას. 
 
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ:
 
თეოლოგიური ცოდნის და ხატწერის საფუძვლების  გაცნობიერება;

სწავლის პროცესში შეძენილი პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების სისტემატიზაცია;

ხატწერის მარტივი ნიმუშების შესრულება, რომელიც დაფუძნებული იქნება  თეორიულ ცოდნაზე, მასალების ქიმიურ-ტექნოლოგიური თვისებებისა და მისი პრაქტიკული გამოყენების უნარზე;

ხატწერის მარტივი ფორმების შექმნაში გამოიყენონ  ქართული ხატწერისათვის დამახასიათებელი დეტალები; 

მუშაობისას  თანამედროვე  მასალებისა და ტექნოლოგიების  შერჩევა ისე, რომ  იგი  თავსებადი იყოს   ხატწერის ძველ ტექნიკასთან;

სამუშაოთა საწყის ეტაპზე ხატწერის ნიმუშების  შექმნაში,  ნიმუშების  სწორად შერჩევა;

ხატწერის ნიმუშებზე წერილობითი და ფოტო-ვიდეო მასალების შეგროვება - ანალიზი და მათი პრაქტიკაში გამოყენება;

ხატწერის ნიმუშისთვის ესკიზის შექმნა და თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენებით მათი მომზადება საპრეზენტაციოდ;

პირადი ელექტრონული არქივის და ბიბლიოთეკის შექმნა;

პროფესიული დონისა და უნარ-ჩვევების ასამაღლებლად ყოველდღიური ცოდნის გაღრმავება;

კონფერენციებში, კონკურსებში, გამოფენებსა თუ სემინარებში მონაწილეობა.

ხატწერის საბაკალავრო პროგრამა