სასწავლებლის შესახებ

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელ, სამოციქულო ეკლესიასთან არსებულ სასწავლო და სამეცნიერო-საღვთისმეტყველო ცენტრს. თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც სამსაფეხურიან სწავლებას ახორციელებს:

I – ბაკალავრიატი;
II – მაგისტრატურა ;
III – დოქტორანტურა.


სასწავლებლის მიერ გაცემული დიპლომი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, როგორც საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, უფლებამოსილია, განახორციელოს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები:

თეოლოგია;
ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობა;
ქრისტიანული ფსიქოლოგია;
ხატწერა;
დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაცია;
საეკლესიო არქიტეტურა.