აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამა


აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამა

1. საგანმანათებლო პროგრამაზე ირიცხება 53 აქტიური სტუდენტი.
2. სასულიერო აკადემიაში სულ 24 პედაგოგია, აქედან 18 მოწვეული და 9 საშტატო პრიფესორი.
3. საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობაა 3 წელი.
4. თითო სემესტრში 25 კრედიტი (ჯამში 155 კრედიტი)

5. სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობებია:

1) ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი საბუთი (დიპლომი);

2) შიდა გამოცდები შემდეგ საგნებში:
• წმინდა წერილი;
• ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები;
• საქართველოს ისტორია;
• ქართული ენა და ლიტერატურა;
• უცხო ენა (რუსული და სხვა ევროპული ენები)

3) სამაგისტრო პროგრამის სტრუქტურა მაგისტრატურაში სწავლება ხორციელდება სამი მიმართულებით:
ა) ბიბლეისტის მოდული,
ბ) დოგმატიკისა და პატრისტიკის მოდული 
გ) ეკლესიის ისტორიისა და კანონიკური სამართლის მოდული.

სწავლების პირველ სემესტრში, სამივე მოდულზე იკითხება საერთო კურსები:
1. წმიდა წერილი (ძველი და ახალი აღთქმა);
2. საქართველოს ეკლესიის ისტორია;
3. ძველი ქართული ენა;
4. აკადემიური წერა;
5. წმიდა წერილის შესავალი,
6. ძველი ბერძნული ენა

პირველი კურსის მეორე სემესტრიდან სწავლება გრძელდება მოდულების მიხედვით. სასურველ მოდულს სტუდენტი ირჩევს პირველი სემესტრის დასრულებამდე ერთი თვით ადრე. მოდულებზე იკითხება, როგორც ინდივიდუალური, ისე საერთო საგნები.

სწავლების მეორე სემესტრში საერთო საგნები არის შემდეგი:
ახალი აღთქმა;
ძველი აღთქმა;
ძველი ბერძნული ენა.

ხოლო ინდივიდულარი კურსები , მოდულების მიხედვით არის შემდეგი:
ა) ბიბლეისტიკა:
ტექსტოლოგია;
ბიბლიური არქეოლოგია;
ძველი ქართული ენა.

ბ) დომატიკა და პატრისტიკა:
დოგმატური ღვთისმეტყველება;
ძველი ქართული ენა;
საქართველოს ეკლესიის ისტორია.

გ) ეკლესიის ისტორია და კანონიკა:
ეკლესიის ისტორია დევნის პერიოდში;
აკადემიური წერა;
საქართველოს ეკლესიის ისტორია.

მომდევნო სამ სემესტრში (III – V), საერთო კურსებიდან :
1. დოგმატიკა,
2. ლიტურგიკა 

ასევე ეკითხებათ არჩევითი კურსები შესაბამისი მოდულების მიხედვით:
1. ბიბლიური თარგმანები და რედაქციები;
2. კანონიკური სამართალი;
3. ლათინური ენა;
4. ეკლესიის ისტორია მსოფლიო კრებების პერიოდში;
4. ეკლესიის ისტორია მე-9 ს-დან მე-15 საუკუნის ჩათვლით;
5. შედარებითი ღვთისმეტყველება;
6. პრაქტიკული ლიტურგიკა;
7. აღმოსავლური ეკლესიების ისტორია;

8. პატრისტიკა. მეექვსე სემესტრი ეთმობა, საკვალიფიკაციო ნაშრომზე დამოუკიდებელ მუშაობას

4) სწავლების მეთოდი მოიცავს სალექციო საათებს, სემინარებს, დამოუკიდებელ მუშაობას , კოლოკვიუმებს, დისკუსიას და პრობლემებზე დაფუძნებულ სწავლების მეთოდიკას.

5) სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტი აღჭურვილია შემდეგი ცოდნითა და უნარებით:

1. აქვს სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნა, რომელიც აძლევს ახალი, ორიგინალური იდეების შემუშავების საშუალებას, აცნობიერებს ცალკეული პრობლემის გადაჭრის გზებს;
2. ფლობს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების,, დასკვნის, კომუნიკაციის, სწავლის, სამეცნიერო-კვლევით უნარებს.

სასწავლო კურსი დასრულებულად ითვლება საკვალიფიკაციო ნაშრომის დაცვის შემდეგ, რის შედეგად კურსდამთავრებულს ენიჭება თეოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. აღნიშნული კვალიფიკაციის დიპლომით, კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა გააგრძელოს ამავე სასწავლებლის სადოქტორო პროგრამაზე.