ტრენინგი მკვლევართათვის

ტრენინგი მკვლევართათვის 

14 მარტს  თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში  ტრენინგი ჩაატარა სამეცნიერო და საცნობარო სერვისების განყოფილების უფროსმა, საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული      საინფორმაციო ქსელის კონსორციუმის ლიცენზირების კოორდინატორმა, ქალბატონმა  მარიკა ჟორჟოლიანმა.

სტუმარმა სასწავლებლის თანამშრომლებსა და სტუდენტებს წარუდგინა ელექტრონულ მონაცემთა ბაზა, რომელიც თეოლოგიისა თუ სხვა სამეცნიერო დარგის  მკვლევარს საშუალებას აძლევს,  მოიძიოს და  გამოიყენოს  უახლესი სამეცნიერო პუბლიკაციები, გაეცნოს მსოფლიო აკადემიურ სიახლეებს ღია ან ჰიბრიდული წვდომის ჟურნალებში. ხაზგასმით აღინიშნა, რომ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მკვლევრებს სასწავლებლის სივრცეში ახლა უკვე იმ ნაშრომთა გაცნობის საშუალება აქვთ, რომლებიც მხოლოდ ამ  კონსორციუმის შუამდგომლობით ხდება ხელმისაწვდომი საქართველოს  უნივერსიტეტებისათვის.

სტუმარმა, იმავდროულად, სამეცნიერო ნაშრომების უცხოურ ელექტრონულ ჟურნალებში  გამოქვეყნების შესაძლებლობაზეც ისაუბრა.
alt

14.03.2024

FaceBook გვერდი