სტუდენტები „ოქროს ფონდში“

სტუდენტები „ოქროს ფონდში“

2024 წლის 16 თებერვალს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საქართველოს ისტორიის კათედრის ხელმძღვანელის, ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორის, პროფესორ სერგო ვარდოსანიძის თაოსნობით სასულიერო სემინარიის სტუდენტებმა შალვა ამირანაშვილის სახელობის სახვითი  ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდი მოინახულეს.

 სტუდენტებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს „ოქროს ფონდში“  დაცული VIII-XIX საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობისა და ტიხრული მინანქრის უნიკალური ნაკეთობები, შუა საუკუნეების მონეტები, თამარ მეფის ოქროს ჯვარი, მაცხოვრის უძველესი ხატი, მონუმენტური ფერწერისა და ხატწერის, მოზაიკის, ქანდაკებისა და სხვა უნიკალური ექსპონატები.

ბატონმა სერგომ სტუდენტებს  მუზეუმის  შენობის ისტორიის შესახებაც უამბო. აღნიშნა, რომ შენობა, იაკობ ზუბალაშვილის დაკვეთით, ააგო შვეიცარიელმა არქიტექტორმა ჯუზეპე ბერნარდაციმ. შენობა გვიანი კლასიციზმის უიშვიათესი ნიმუშია და 2007 წლიდან უძრავი ძეგლის სტატუსს ატარებს.

 აღსანიშნავია, რომ ამგვარი  გასვლითი საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები  თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიის სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია.

 

 

 

16.02.2024

FaceBook გვერდი