ექსკურსია დავითგარეჯაში

2023 წლის 5 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიის სტუდენტებმა დეკანის, დეკანოზ იოანე კვანჭიანისა და პედაგოგების - ირაკლი ორჟონიასა და გიორგი თოდუას - თანხლებით წმ. დავით გარეჯელის მონასტერი მოილოცეს. სტუმრებმა ლავრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ილარიონს, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიისა და „ახალი ივერონის“ გამომცემლობებში დასტამბული წიგნები გადასცეს. თბილი შეხვედრის შემდეგ აღსრულდა წმ. დავით გარეჯელის პარაკლისი. მოგვიანებით სატრაპეზოდ სოფელ უდაბნოში გადაინაცვლეს.
06.10.2023

FaceBook გვერდი