საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალი

 
14 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალს უმასპინძლა. ღონისძიება მიეძღვნა ქართული წიგნის ისტორიის ორ მნიშვნელოვან თარიღს - პირველი სამეცნიერო ნაბეჭდი წიგნისა (1643 წელს მარიო მაჯიომ იტალიაში დასტამბა „ქართული ენის გრამატიკა“) და პირველი ქართული სტამბის შექმნას (1708 წელს ვახტანგ VI-ის თაოსნობით).
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო თბილისის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტთა აკადემიური პერსონალის ავტორობითა და საუნივერსიტეტო გამომცემლობებში 2018-2023 წლებში მომზადებული სამეცნიერო ნაშრომები.
საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალზე ცალკე სტენდი დაეთმო თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობაში მომზადებულ წიგნებს.
ფესტივალზე სიტყვით გამოვიდნენ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი - ზურაბ გაიპარაშვილი, რექტორი - ჯაბა სამუშია, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი - ირაკლი ბრაჭული.
ჩვენი სასწავლებლის წიგნები დაინტერესებულ დამთვალიერებელს წარუდგინა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობის კონსულტანტმა - რევაზ მუჯირიშვილმა.

ფესტივალზე წარმოდგენილი წიგნები (თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გამოცემული)
1. წმიდაჲ გრიგოლ ნოსელი, ქალწულებისათჳს და საღმრთოჲსა მოქალაქობისა, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, კომენტარები და ტერმინოლოგიური ლექსიკონი დაურთო პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, თბილისი, 2011.
2. წმიდაჲ გრიგოლ ნოსელი, თარგმანებაჲ ქებისა ქებათაჲსაჲ, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო გულნაზ კიკნაძემ, თბილისი, 2013.
3. გრიგოლ ხუცესის „წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყუელის ცხორების“ და სოფრონ იერუსალიმელის „წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყუელის შესხმის“ ძველი ქართული თარგმანები, ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა წაუმძღვარა თამარ მარგიანმა, თბილისი, 2022.
4. წმ. ანდრია კრიტელი, დიდი კანონი (ძველი ქართული თარგმანები), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს ელენე მეტრეველმა და ლაურა გრიგოლაშვილმა, გამოკვლევა წაუმძღვარა და ლექსიკონი დაურთო ლაურა გრიგოლაშვილმა, თბილისი, 2020.
5. მაია რაფავა, ნიკიტა სტითატის ანტიმონოფიზიტური სიტყვები (ტექსტები, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები), თბილისი, 2013.
6. რელიგიურ თემაზე გამოცემული წიგნების ანოტირებული ბიბლიოგრაფია (1978-2015), მასალის მოძიებაზე მუშაობდნენ თბილისის სასულიერო აკადემიის სტუდენტები, თბილისი, 2015.
7. ენრიკო გაბიძაშვილი, ძველი ქართული ორიგინალური სასულიერო მწერლობა და თხზულებათა დარგობრივი ბიბლიოგრაფია, თბილისი, 2015.
8. წმ. იოანე დამასკელი, მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა, ძეგლი ბერძნულიდან თარგმნა, ორიგინალი და ინგლისურ-რუსული თარგმანები დაურთო, წინათქმა წაუმძღვარა და სქოლიოებით აღჭურვა ედიშერ ჭელიძემ, თბილისი, 2019.
9. მურად ტყემალაძე, ხატწერის ტექნოლოგია, თბილისი, 2016.
10. ს. ა. ტერნოვსკი, მართლმადიდებელი ეკლესიის აღმოსავლეთის საპატრიარქოები (IX საუკუნემდე), მთარგმნელი ნორა გაბრიაძე, თბილისი, 2017.
11. ქართული ნათარგმნი ჰომილეტიკური ძეგლები, ΙΙΙ, წმიდა იოანე დამასკელის ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ჰომილიების ძველი ქართული თარგმანები, ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები, გამოკვლევა და სინონიმური ლექსიკონ-საძიებელი დაურთო ნინო მელიქიშვილმა, თბილისი, 2019.
12. ქართული ნათარგმნი ჰომილეტიკური ძეგლები, ΙV, ნათლისღების ჰომილიების ძველი ქართული თარგმანები, ნაწილი I, თბილისი, 2020.
13. ქართული ნათარგმნი ჰომილეტიკური ძეგლები, V, წმიდა გრიგოლ ნაზიანზელის ნათლისღების ჰომილიების ძველი ქართული თარგმანები, ნაწილი I, ტექსტები გამოსაცემად მოამზადეს მაია რაფავამ და ნინო მელიქიშვილმა, გამოკვლევა დაურთო მაია რაფავამ, თბილისი, 2021.
14. გრაგნილი, საეკლესიო-სამეცნიერო კრებული, VIII, თბილისი, 2021.
15. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საკონფერენციო მოხსენებათა კრებული (2019 წლის მაისი), III, თბილისი, 2020.
16. საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომები, XII-XIII, თბილისი, 2022.
15.07.2023

FaceBook გვერდი