საბაკალავრო ნაშრომთა დაცვა


დღეს, 29 ივნისს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიის ორ ფაკულტეტზე საბაკალავრო ნაშრომების დაცვა გაიმართა. ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ნაშრომთა დაცვის სხდომას ესწრებოდნენ კომისიის თავმჯდომარე, ქრისტიანული ფსიქოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგიის დოქტორი - ირმა ხურცია, ნაშრომთა ხელმძღვანელები (დეკანოზი დავით ციცქიშვილი, ფსიქოლოგიის დოქტორი ლელა ტყეშელაშვილი, ფსიქოლოგიის მაგისტრი ნათია ფრუიძე, ფსიქოლოგიის მაგისტრი სოფიკო გოგოჩაშვილი, ფსიქოლოგიის მაგისტრი ნათია წერეთელი), ექსპერტები (ფსიქოლოგიის დოქტორი ნანა გოგიჩაშვილი და ფსიქოლოგიის მაგისტრი ლელა მუჯირი), სასწავლებლის ადმინისტრაციის წევრები. წარმოდგენილი იყო შვიდი თემა, რომლებზეც 12 სტუდენტი მუშაობდა.
საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტიდან საბაკალავრო  ნაშრომები არქიტექტურის მიმართულების ექვსმა კურსდამთავრებულმა წარმოადგინა. თემის  ხელმძღვანელები იყვნენ  არქიტექტურის დოქტორი მედეა მელქაძე და  მაგისტრი ნანა აბრამია. კომისიას თავმჯდომარეობდა აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი. მეუფე დავითმა დადებითად შეაფასა სტუდენტთა ნაშრომები, ისაუბრა დღევანდელი სასიხარულო დღის მნიშვნელობაზე, მომავალი თაობის როლზე წინაპართაგან მემკვიდრეობით მიღებული ხუროთმოძღვრული ძეგლების შესწავლისა და დაცვის საქმეში.
30.06.2023

FaceBook გვერდი