სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილე სტუდენტთა დაჯილდოება

 
თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ყოველი სასწავლო წლის ბოლოს, ტრადიციულად, იმართება გამორჩეულ სტუდენტთა დაჯილდოების ცერემონია. ამჯერად   2022-2023  სასწავლო წლის განმავლობაში სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილე  სტუდენტები  დაჯილდოვდნენ.   თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ლოცვა-კურთხევითა და განსაკუთრებული მხარდაჭერით,  აღნიშნული  ღონისძიება  ილია ჭავჭავაძის  საგურამოს  სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა. პროექტს  ხელმძღვანელობდა თსას-ის პრორექტორი სასწავლო და ადმინისტრაციულ დარგში, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე. ორგანიზატორები იყვნენ: თსას-ის რექტორის აპარატი და საზოგადოებასთან ურთიერთობებისა და მდგრადი კომუნიკაციების სამსახური. 
10 ივნისს  სტუდენტთა და ორგანიზატორთა 35 კაციანი ჯგუფი სემინარიის დეკანის, მღვდელ გიორგი ვაშალომიძის ხელმძღვანელობით საგურამოსკენ გაემგზავრა. სტუდენტებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში დაცული ექსპონატები, მოისმინეს და  გაიხსენეს დიდი პოეტის, საზოგადო მოღვაწისა და მოაზროვნის სახელთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ისტორიები. ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა, ბატონმა ანდრო ბედუკაძემ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა ილიას ფონდის მიერ მომზადებული  მნიშვნელოვანი სამეცნიერო გამოცემები.  თავის მხრივ, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წარმომადგენლებმა მუზეუმის ბიბლიოთეკას უსახსოვრეს თსას გამომცემლობის მიერ ბოლო წლებში გამოცემული წიგნები და ჟურნალ-გაზეთები. 
მუზეუმის ეზოში მოწყობილ სცენაზე  სტუდენტთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.  სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს, სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს ღონისძიების ორგანიზატორებმა. საერთო საზეიმო განწყობას მუზეუმის ეზოში  თავმოყრილი დამთვალიერებლებიც შეუერთდნენ.  
სტუდენტებმა  მოილოცეს საგურამოს   წმინდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძარი.  ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ტარიელ სიკინჭილაშვილმა დალოცა  სტუდენტები,  წინსვლა და წარმატებები უსურვა  მათ და გულთბილადაც უმასპინძლა.  საზეიმო სუფრაზე  შებინდებამდე ისმოდა  სადღეგრძელო, ქართული ლექსი და საგალობელი. 

სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილე სტუდენტთა, მათ ხელმძღვანელთა სახელები და მოხსენებების სათაურები იხ. ქვემოთ:

2022-2023 სასწავლო წლის  სამეცნიერო ღონისძიებებში  მონაწილე სტუდენტთა სია სასულიერო აკადემია
ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტი
სისაეკლესიო არქიტექტურის ფაკულტეტი
ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი
 
12.06.2023

FaceBook გვერდი