სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა

 
22 დეკემბერს საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ მოაწყო გამოფენა, რომელიც მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავს.

თსას-ის სტუდენტებმა და პედაგოგებმა გამოფენაზე წარმოადგინეს ხატები, ტაძრის მაკეტები, თექით დამზადებული და ფერწერული ნამუშევრები და სხვ.

გამოფენაში მონაწილეობდნენ საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის მიმართულებები, ასევე თსას-ის ხატწერისა და ქსოვილების მხატვრული დამუშავების სახელოსნოები, რომლებშიც სტუდენტებს შეუძლიათ შეისწავლონ ხატწერა, თექის დამუშავება, ქარგვა და სხვ. ხელოვნების ორიგინალური ნამუშევრები გამოფენაზე სასწავლებლის სხვა სტუდენტებმაც წარმოადგინეს.
22.12.2019

FaceBook გვერდი