კონფერენციის მუშაობას მისასალმებელი სიტყვით გახსნის თბილისის
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, თეოლოგიის, ფილოლოგიისა
და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პროტოპრესვიტერი
გიორგი ზვიადაძე.
12:00 საათზე გაიმართება პლენარული სხდომა. ხოლო 13.30
საათზე სტუდენტები მუშაობას განაგრძობენ ისტორიის,
ანთროპოლოგიისა და არქიტექტურის სექციებში.