თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული
ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტისა და მასთან არსებული
შემოქმედებითი.
სახელოსნოების ინიციატივით, ქსოვილების მხატვრული დამუშავების
სახელოსნოში ტრადიციული ,,სააღდგომო გამოფენა“ მოეწყო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ხელოვნების სხვადასხვა დარგის -
ხატწერის, ოქრომკერდითა და ჯვრული (ხევსურული) ქარგვის, თექის,
ფარდაგისა და ბატიკის - ნიმუშები. გამოფენაში მონაწილეობდნენ თბილისის
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები და
პროფესორ-მასწავლებლები. წარმოდგენილი იყო თემატური და შინაარსობრივი
თვალსაზრისით მრავალფეროვანი ნამუშევრები, როგორც საეკლესიო, ისე
საერო ხასიათისა.
გამოფენა ერთი დღე გაგრძელდა, თუმცა დამთვალიერებელი მრავლად ჰყავდა
და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.