ფორუმის მხარდამჭერია საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შვედეთის სამეფოს საელჩო
საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ ფორუმის ფარგლებში გაფორმდა
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის სასულიერო
აკადემია-სემინარიასა და ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის
მეგობრები - საქართველოს“ შორის.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და
სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ და
,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები -
საქართველოს“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ.
შეხვედრას ესწრებოდნენ თსას-ის ადმინისტრაციული და აკადემიური
პერსონალი, სტუდენტები.
ფორუმზე წარმოდგენილი მოხსენებების მომზადებასა და დისკუსიის
წარმართვაში სტუდენტებს განსაკუთრებული მხარდაჭერა და დახმარება
გაუწიეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორმა,
დეკანოზმა ბიძინა გუნიამ, ქრისტიანული ფსიქოლოგიის კათედრის გამგემ,
ფსიქოლოგიის დოქტორმა ირმა ხურციამ და არქიტექტურის დოქტორმა,
პროფესორმა მედეა მელქაძემ.
დისკუსია კითხვა-პასუხის ფორმატით წარიმართა და დამსწრე
საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია. შეხვედრის დასასრულს
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა,
პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ მადლობა გადაუხადა მობრძანებულ
სტუმრებს, ფორუმის მონაწილე სტუდენტებსა და
პროფესორ-მასწავლებლებს.
სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და წარმატებული
საქმიანობა უსურვა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის
პრორექტორმა სასწავლო და ადმინისტრაციულ დარგში, დეკანოზმა ბესარიონ
ცინცაძემ.
ფორუმის მონაწილეთა ვინაობა და მოხსენებების სათაურები იხ.
ქვემოთ: .
I. „ ადამიანის რაობა და არსი“
თემის ხელმძღვანელი - დეკანოზი ბიძინა გუნია, გელათის
მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის
დოქტორი, პროფესორი;
წარმდგენი - დიაკვანი დავით პაპიაშვილი (აკადემიის I
კურსის სტუდენტი).
მომხსენებლები:
1. დიაკვანი რომანოზ გუგუნაშვილი (აკადემიის I კურსის
სტუდენტი);
2. ლიკა ჟვანია (ქრისტიანული ფსიქოლოგიის მიმართულების I კურსის
სტუდენტი).
II. „ჯანსაღი ცხოვრება და კეთილდღეობა“
თემის ხელმძღვანელი - ირმა ხურცია, ფსიქოლოგიის დოქტორი;
მომხსენებლები:
1. ჟასმინ ლომიძე (ქრისტიანული ფსიქოლოგიის მიმართულების II
კურსის სტუდენტი);
2. გიორგი გეგიძე (ქრისტიანული ფსიქოლოგიის მიმართულების II
კურსის სტუდენტი);
3. თამარ მათიაშვილი (ქრისტიანული ფსიქოლოგიის მიმართულების IV
კურსის სტუდენტი).
III. „მდგრადი, მწვანე არქიტექტურა - ეკოლოგიური რევიტალიზაცია
და სოციალური პროგრამები“
თემის ხელმძღვანელი - მედეა მელქაძე, არქიტექტურის დოქტორი,
სრული პროფესორი;
წარმდგენი - თამარ ფოცხვერაშვილი, ხატწერის მიმართულების დეკანის
თანაშემწე.
მომხსენებლები:
1. კესანე ვეზდენი (არქიტექტურის მიმართულების III კურსის
სტუდენტი);
2. ნინო გრიგალაშვილი (არქიტექტურის მიმართულების III კურსის
სტუდენტი);
3. რომან გაგნიძე (არქიტექტურის მიმართულების III კურსის
სტუდენტი);
4. ნიკოლოზ კუხალაშვილი (არქიტექტურის მიმართულების III კურსის
სტუდენტი).