საჯარო ლექცია — „თანამედროვე ქართული ენის ნორმები და ციფრული რესურსები“.

 
3 ნოემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საჯარო ლექცია წაიკითხა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ფილოლოგიის დოქტორმა, თეა ბურჭულაძემ. 
ქალბატონი თეა 2001 წლიდან მოღვაწეობს ენათმეცნიერების ინსტიტუტის სხვადასხვა განყოფილებაში. ამჟამად იგი ქართველურ ენათა განყოფილებას ხელმძღვანელობს; არის ავტორი სამი მონოგრაფიისა და 90-მდე სამეცნიერო სტატიისა და მოხსენებისა, ასევე, რამდენიმე ლექსიკონის ავტორ-შემდგენელი. ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში.
ლექციის თემა იყო „თანამედროვე ქართული ენის ნორმები და ციფრული რესურსები“. 
მომხსენებელმა ისაუბრა თანამედროვე ქართული ენის მართლწერისა და მართლმეტყველების განახლებულ ვარიანტებსა და სათანადო ციფრულ რესურსებზე. განიხილა ბოლო წლებში შექმნილი ენობრივი ნორმები, ცვლილებები და ის გზები, რასაც გადის სანორმე პროექტები საკანონმდებლო დონემდე.
ქალბატონმა თეა ბურჭულაძემ აუდიტორიას გააცნო ვებგვერდები, სადაც მომხმარებელი შეძლებს ციფრული რესურსების მოძიებას.
ლექციას ესწრებოდნენ სასწავლებლის სტუდენტები და პედაგოგები.
03.11.2026
ბეჭდვა