7 მაისს გაიმართა პლენარული სხდომა, რომელიც მისასალმებელი
სიტყვით გახსნა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის
რექტორმა, ფილოლოგიის, თეოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა
დოქტორმა, პროფესორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
მამა გიორგი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, პატივი მიაგო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და
უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნას და კიდევ ერთხელ გაიხსენა მისი
უდიდესი ღვაწლი ერისა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წინაშე.
რექტორმა საგანგებოდ აღნიშნა უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის მიერ
დაარსებული სასულიერო აკადემიისა და სემინარიის როლი ჩვენი ეკლესიის
წინსვლის საქმეში.
პლენარულ სხდომას უძღვებოდა სასულიერო აკადემიის პირველი კურსის
სტუდენტი თორნიკე რაზმაძე.
კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ:
1. ჭუმბურიძე ნიკა – მოსაზრებანი კოლაელ ყრმათა მარტვილობის
თაობაზე – სასულიერო სემინარია, I კურსი, ხელმძღვანელი – ფილოლოგიის
დოქტორი ქეთევან გვაზავა.
2. გუნია ფოტინე – ღვთისმშობლის გამოსახულებისათვის –
ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი, II კურსი, ხელმძღვანელი
– ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ასმათ ოქროპირიძე.
3. რაზმაძე თორნიკე – დაცემული ანგელოზის დასობრივი კუთვნილების
შესახებ – სასულიერო აკადემია, I კურსი, ხელმძღვანელი – თეოლოგიის
დოქტორი ირაკლი ორჟონია.
ნიკა ჭუმბურიძემ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა სასულიერო მწერლობის
ცნობილი ძეგლის – „კოლაელ ყრმათა მარტვილობის“ – დათარიღების
საკითხზე, ასევე, განიხილა სამეცნიერო წრეებში გამოთქმული აზრი
ნაწარმოებში აღწერილი მოვლენების რომის იმპერიის სამართალთან კავშირის
შესახებ. მომხსენებელს საკითხის კვლევაში იურიდიული განათლება
დაეხმარა. მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს ვერსია მცდარია.
„კოლაელ ყრმათა მარტვილობაში“ ასახული სამართლებრივი რეალობის
ახსნა რომაული სამართლის გავლენით არადამაჯერებელია და პირდაპირ
ეწინააღმდეგება კიდეც იმდროინდელ იურიდიულ ნორმებს. ქართული
სამართლებრივი კულტურის თავისებურება არაა ნორმათა მექანიკური
გადმოღება, რადგან იგი ადგილობრივი სოციალური რეალობის შესაბამის
სამართლებრივ გააზრებას ეფუძნებოდა. სწორედ ამიტომ უცხოური
სამართლებრივი ინსტიტუტების პირდაპირი რეცეფცია, განსაკუთრებით ისეთ
სფეროში, როგორიცაა საოჯახო და სისხლის სამართალი, ნაკლებად
შეესაბამება ქართულ სინამდვილეს,“ – აღნიშნა მომხსენებელმა.
ფოტინე გუნიამ აუდიტორიას გააცნო ღვთისმშობლის გამოსახულებების
თავისებურებანი, რაც დროსთან ერთად იცვლებოდა და ვითარდებოდა.
მომხსენებელმა წარმოაჩინა, რომ ეს პროცესი მჭიდროდ იყო დაკავშირებული
რელიგიურ სწავლებასთან და სხვადასხვა ეპოქის ხელოვნების სტილთან.
მართლმადიდებლური ხატწერის თვისობრიობის საილუსტრაციოდ ფოტინე გუნიამ
განიხილა XII საუკუნის სახელგანთქმული ვლადიმერის ღვთისმშობლის ხატი,
რომელიც რენესანსის ეპოქის ღვთისმშობლის გამოსახულებებს შეადარა. ამ
შედარებით კი თვალნათლივ გამოჩნდა, თუ რამდენად თვალსაჩინოა მკვეთრი
გამიწიერება და სეკულარიზება ჯერ რენესანსულ სივრცეში, შემდგომ კი
ბაროკოს მხატვრობაში.
„თუ ვლადიმერის ღვთისმშობლის ხატის სახით ხატწერამ გვიჩვენა
უფლის მიერ გამოხსნილი ადამიანის აყვანა მარადიულ განზომილებაში,
ევროპულმა ფერწერამ უკვე მიწაზე, ხრწნილ, ხორციელ განზომილებაში
დააბრუნა ხატწერის მეტყველება და დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ
ეს აღარ არის ხატწერა, ეს არის სურათები ქრისტეს ცხოვრების შესახებ,“
– ბრძანა მომხსენებელმა.
თორნიკე რაზმაძემ შესავალ ნაწილში ისაუბრა, ზოგადად, ანგელოსთა
დასის შესახებ, ძირითად ნაწილში კი ეკლესიის წმ. მამათა – წმ. დიონისე
არეოპაგელისა და წმ. კირილე იერუსალიმელის – ნააზრევზე დაყრდნობით
ვრცლად იმსჯელა დაცემული ანგელოზის დასობრივი კუთვნილების
შესახებ.
„ეკლესიამ, რომელსაც ყველა კითხვაზე აქვს პასუხი, არის რა თვით
უფალ იესო ქრისტეს მიერ დაფუძნებული, ერთ-ერთი უდიდესი მამის, წმინდა
დიონისე არეოპაგელის საშუალებით გასცა პასუხი, რომ ანგელოზთა დაცემა
მოხდა „ანგელოზთა“ დასიდან. თუმცა არსებობს მეორე მოსაზრებაც, რომელიც
წმინდა კირილე იერუსალიმელის მიერ, ეზეკიელის წიგნის კონკრეტული
მონაკვეთის განმარტებას ეფუძნება, სადაც ის ეშმაკს მიმართავს, რომ ის
მანამდე იყო „მთავარანგელოზი,“–ბრძანა
მომხსენებელმა.
სხდომის დასასრულ სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა,
პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ დალოცა კონფერენციის მონაწილენი და
მადლობა გადაუხადა მათ. რექტორმა გაწეული შრომისათვის საგანგებო
მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს – ფილოლოგიის დოქტორს,
ხათუნა კალანდარიშვილს, ფილოლოგიის დოქტორს, ხათუნა ნიშნიანიძეს და
ფილოლოგიის დოქტორს, თამთა ფარულავას.
8 მაისს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციამ მუშაობა გააგრძელა
ოთხ სექციად: თეოლოგია, ისტორია, ლიტერატურა, ფსიქოლოგია და
სოციოლოგია.
თეოლოგიის სექციას ხელმძღვანელობდა სასულიერო აკადემიის III
კურსის სტუდენტი ლაშა ბზუკაშვილი.
მოხსენებები წარმოადგინეს სტუდენტებმა:
1. გაბათაშვილი შავლეგო – წმინდა იოანე სინელის სწავლება
ქალწულების შესახებ – სასულიერო აკადემია, III კურსი, ხელმძღვანელი –
თეოლოგიის მაგისტრი, მღვდელი საბა გელაშვილი.
2. ჯავახიშვილი თეიმურაზ – ქორების მთაზე ყოვლადწმინდა სამების
გამოცხადების საკითხისათვის – სასულიერო აკადემია, I კურსი,
ხელმძღვანელი – თეოლოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია.
3. ბზუკაშვილი ლაშა – ინტერნეტდამოკიდებულების პრობლემა
თანამედროვე ცხოვრებაში – სასულიერო აკადემია, III კურსი,
ხელმძღვანელი – თეოლოგიის მაგისტრი, მღვდელი საბა გელაშვილი.
ისტორიის სექციას ხელმძღვანელობდა სასულიერო აკადემიის I კურსის
სტუდენტი გიორგი ზოიძე.
მოხსენებები წარმოადგინეს სტუდენტებმა:
1. ყიფიანი მარიამ – მონათვაჭრობა საქართველოში – საეკლესიო
არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური
ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტი, I კურსი, ხელმძღვანელი – ისტორიის
დოქტორი ნინო თომაძე.
2. მესხი ლაშა – ვახტანგ მეექვსე და თბილისის სტამბა – საეკლესიო
არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური
ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტი, I კურსი, ხელმძღვანელი – ისტორიის
დოქტორი ნინო თომაძე.
3. ზოიძე გიორგი – ძმები კარბელაშვილების ღვაწლი ქართული
კულტურის ისტორიაში – სასულიერო აკადემია, I კურსი, ხელმძღვანელი –
ფილოლოგიის დოქტორი ხათუნა კალანდარიშვილი.
4. ხელაძე დავით – წმინდა ნინოს ჯვარი და მისი ისტორია –
სასულიერო სემინარია, II კურსი, ხელმძღვანელი – ისტორიის მეცნიერებათა
და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.
5. ჭუმბურიძე ნიკა – წმ. ნინოს დაკრძალვის ადგილისათვის –
სასულიერო სემინარია, I კურსი, ხელმძღვანელი – ისტორიის მეცნიერებათა
და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.
6. ლებანიძე ომარ – საქართველოს გაქრისტიანების თარიღთან
დაკავშირებით – სასულიერო სემინარია, II კურსი, ხელმძღვანელი –
ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი სერგო
ვარდოსანიძე.
ლიტერატურის სექციას ხელმძღვანელობდა ქრისტიანული ფსიქოლოგიის
III კურსის სტუდენტი მირანდა ჭიაბერაშვილი.
მოხსენებები წარმოადგინეს სტუდენტებმა:
1. გობეჯიშვილი ანა – „წმინდა დავით გარეჯელის ცხოვრება“ და
გარეჯის მწიგნობრული კერა – ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის
ფაკულტეტი, I კურსი, ხელმძღვანელი – ფილოლოგიის დოქტორი ქეთევან
მამასახლისი.
2. ჭიაბერაშვილი მირანდა – „სიყვარული აგვამაღლებს“ – მიჯნურობის
რუსთველური გაგება – ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, III კურსი,
ხელმძღვანელი – ფილოლოგიის დოქტორი ქეთევან მამასახლისი.
ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის სექციას ხელმძღვანელობდა სასულიერო
აკადემიის პირველი კურსის სტუდეტი გიორგი თორთლაძე.
მოხსენებები წარმოადგინეს სტუდენტებმა:
1. აბესაძე თორნიკე – მიზანი ამართლებს საშუალებას?!
ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის
ფაკულტეტი, III კურსი, ხელმძღვანელი – ფილოლოგიის დოქტორი ქეთევან
მამასახლისი.
2. თორთლაძე გიორგი – სულიერი აღზრდის როლი პიროვნული
ჩამოყალიბების საკითხში – სასულიერო აკადემია, I კურსი,
ხელმძღვანელი – ფილოლოგიის დოქტორი ხათუნა კალანდარიშვილი.
3. ჭიაბერაშვილი მირანდა – აკვიატებული მდგომარეობის ნევროზი
ფსიქოლოგიური და თეოლოგიური თვალთახედვით – ქრისტიანული ფსიქოლოგიის
ფაკულტეტი, III კურსი, ხელმძღვანელები: ფსიქოლოგიის მაგისტრი ნათია
ფრუიძე; თეოლოგიის მაგისტრი რევაზ მუჯირიშვილი.
4. ხუჭუა საბა – ისრაელის სასკოლო განათლების შესახებ –
ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი, I კურსი, ხელმძღვანელი –
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლელა ხაჩიძე.
5. ზაქრაძე ლუკა – „ყველაფერი ამაოა სიყვარულის გარდა“ (მღვდელ
თეიმურაზ ქორიძის ქადაგებების მიხედვით – ქრისტიანული
ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი, I კურსი, ხელმძღვანელი – ფილოლოგიის
მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლელა ხაჩიძე.
სტუდენტურ მოხსენებებს ბოლოს კითხვა-პასუხი მოჰყვა. ამით
დასრულდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტთა
სამეცნიერო კონფერენციის მუშაობა.












