შერჩეულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ
გაცვლით პროგრამაში და ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლონ
საბერძნეთის ქალაქ თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
პირველ ეტაპზე თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია
შეარჩევს ხუთ სტუდენტს. შერჩეული კანდიდატები შეავსებენ პარტნიორი
უნივერსიტეტის მიერ მოწოდებულ შესაბამის ელექტრონულ ფორმას და
ატვირთავენ მოთხოვნილ დოკუმენტებს.
კონკურსის მეორე ეტაპზე თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი
შეარჩევს სამ სტუდენტს. სწორედ პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ შერჩეული
სტუდენტები გაემგზავრებიან საბერძნეთში სასწავლებლად.
ძირითადი თარიღები:
* ნომინაციების პერიოდი: 2026 წლის 8 აპრილი – 5 მაისი
•განაცხადების მიღების პერიოდი (AUTh-ში): 6 მაისი – 26
მაისი
•მობილობის პერიოდი: 2026–27 სასწავლო წლის ზამთრის სემესტრი
(ოქტომბერი – თებერვალი)
ხელმისაწვდომი მობილობების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ
შემდეგ ბმულზე:
https://eurep.auth.gr/en/students/international/studies/available_mobilities
