სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის დაბადებიდან 93-ე და პატრიარქად აღსაყდრებიდან 48-ე წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო დღეები თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში

18 დეკემბერს თბილისის სასულიერო აკადმიასა და სემინარიაში გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის დაბადებიდან 93-ე და აღსაყდრებიდან 48-ე წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება სახელწოდებით - „მე დღესაც ვაგრძელებ ქადაგებას საქართველოში“ — მღვდელმთავრები წმინდა ნინოს ღვაწლის შესახებ. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდა თსასის უკლებლივ ყველა ფაკულტეტის სტუდენტი. თემატიკა განისაზღვრა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილის კონტექსტში და მიზნად ისახავდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და, ამასთანავე, ჩვენი დიდი მღვდელმთავრების - გაბრიელ ქიქოძის, ლეონიდე ოქროპირიძისა და კალისტრატე ცინცაძის ქადაგებების შესწავლა-ანალიზს წმინდა ნინოს მოციქულებრივი ღვაწლისა და ქართველი ერის სულიერი მისიის წარმოჩენის თვალსაზრისით.
სამეცნიერო ღონისძიების მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. სასიხარულო და მნიშვნელოვანია, - ბრძანა მან, რომ თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, როგორც პატრიარქის მიერ დაარსებული უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლა, ყოველთვის განსაკუთრებული მოწიწებითა და მადლიერებით აღნიშნავს დღეს იმ პიროვნებისა, რომლის ღვაწლი განუსაზღვრელად დიდია სასწავლებლისა და, ზოგადად, ქვეყნის სულიერების, საეკლესიო განათლებისა და მეცნიერების აღორძინების თვალსაზრისით.
საიუბილეო ღონისძიებაზე მოხსენებებით წარდგნენ:
1.​თორნიკე რაზმაძე - „ქართული იდეა“ (სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ქადაგებების მიხედვით) - აკადემიის ფაკულტეტი, 1-ელი კურსი
2.​ლუკა სიმონიშვილი - „მოსიყვარულე გული“ (სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ქადაგებების მიხედვით), აკადემიის ფაკულტეტი, 1-ელი კურსი
3.​ირინე ჩუხტიაშვილი - „წმინდა ნინოს ღვაწლის შესახებ“, „წმ. ნინო ზოგადქართული და ადგილობრივი მნიშვნელობის წმინდანი“ (კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდე ოქროპირიძის ქადაგებების მიხედვით) - ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, მე-4 კურსი
4.​ნიკა ჭუმბურიძე - „ქალთა თავისუფლებისათვის“ (კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდე ოქროპირიძის ქადაგების მიხედვით)- სასულიერო სემინარიის ფაკულტეტი, 1-ელი კურსი
5.​თაკო გიგიაშვილი - „მთავარი დარაჯი“, „ჩვენ ყოველთვის ჯვრით ვიცავდით თვითარსებობას“ (კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდე ოქროპირიძის ქადაგებების მიხედვით) - ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი, მე-4 კურსი
6.​მირანდა ჭიაბრიშვილი - „ქართლის გაქრისტიანების 1600 წლისთავი“ (კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდე ოქროპირიძის თქმული სიტყვა) - ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, მე-3 კურსი
7.​ანა ყუფუნია - „მწიგნობრობის ჭირისუფალი“ (კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდე ოქროპირიძის ქადაგების მიხედვით) - საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტი, მე-3 კურსი
8.​ლიდია სევასტოვა - „ეკლესია გამოგვარჩევს“ (კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდე ოქროპირიძის ქადაგების მიხედვით) - საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტი, მე-3 კურსი
9.​ლევან სალიაშვილი - „ქრისტიანობა ნანინათი“ (კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის ქადაგების მიხედვით) - სასულიერო სემინარიის ფაკულტეტი, მე-3 კურსი  
10.​ფოტინე გუნია - „გზა განათლებული სარწმუნოების ლამპრით“ (ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის ქადაგების მიხედვით) - ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი, მე-2 კურსი
საზეიმო ღონისძიებას უძღვებოდა აკადემიის ფაკულტეტის 1-ელი კურსის სტუდენტი თორნიკე რაზმაძე. გალობდა თბილისის სასულიერო აკადემიის გუნდი ლექსო გრემელაშვილის ხელმძღვანელობით. შესრულდა წმინდა ნინოს კონდაკი (გელათის სამგალობლო სკოლა) და „სულთ განწმედითა“ ( დიდი ოთხშაბათის მე-9 ძლისპირი).
ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები, თანამშრომლები და სტუდენტები.
18.12.2025
ბეჭდვა